დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 13/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №16
2010 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., № 6, მუხ. 144) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. დეკლარაციის I ნაწილში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სამსახურის დასახელება და საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მიერ დაკავებული (დასაკავებელი) თანამდებობა, სამსახურის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
2. დეკლარაციის II ნაწილში შეიტანება ინფორმაცია საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – დაბადების წელი), ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი).
3. დეკლარაციის III ნაწილში შეიტანება მონაცემები საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრების მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლების შესახებ. აღნიშნული მონაცემები უნდა შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ ფულადი და ნატურალური ფორმით მიღებული შემოსავლების შესახებ, რომლებიც მიღებულია ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებით, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით, ასევე ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ, სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მოთამაშის მიერ მიღებული მოგების და სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის შესახებ.
4. საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრის მიერ ნატურალური ფორმით მიღებული შემოსავლები აისახება შემოსავლის მიღებისას არსებული ფასით, ხოლო უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავლები – ეროვნული ვალუტით, მიღების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. ამასთან, საანგარიშო პერიოდის (წლის) მიხედვით დეკლარაციაში შესატანი შემოსავლების მოცულობების განსაზღვრისას გამოიყენება შემოსავლების მიღების მომენტის განსაზღვრის საკასო მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კერძოდ:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ბანკში ჩარიცხვის მომენტი საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის), მისი ოჯახის წევრის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს საჯარო მოსამსახურეს (პრეტენდენტს) ან მისი ოჯახის წევრს;
გ) ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
5. დეკლარაციის IV ნაწილში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) 4.1 პუნქტში შეიტანება მონაცემები საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქონების, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების შესახებ, ქონების სახეობის, აღწერილობის, მესაკუთრის მითითებით; უძრავი ქონების შემთხვევაში მიეთითება მისი ადგილმდებარეობა, დანიშნულება, ფართობი; სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მისი სახეობა (მარკა), გამოშვების წელი და სარეგისტრაციო ნომერი; საწარმოში წილის შემთხვევაში – საწარმოს სახელწოდება და წილის პროცენტული ოდენობა; აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – მათი სახეობა, ემიტენტი, რაოდენობა. მიეთითება ასევე 5 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულადი თანხა, რომელიც არ არის განთავსებული საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის სესხად გაცემული და სხვა ქონება, თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 ლარს;
ბ) 4.2 პუნქტში აისახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ საბანკო დაწესებულებებში არსებული შენატანები, რომელთა განკარგვის უფლება აქვთ საჯარო მოსამსახურეს (პრეტენდენტს) და მისი ოჯახის წევრებს, შენატანის განმკარგავი პირის სახელის, გვარის და საბანკო დაწესებულების რეკვიზიტების მითითებით.
6. მონაცემები შემოსავლების შესახებ საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაციაში შეიტანება საანგარიშო წლის მიხედვით, ხოლო ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
7. საჯარო სამსახურში შესვლისას პრეტენდენტის მიერ თავისი და ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები დეკლარაციაში შეიტანება შევსების დღის მდგომარეობით, ხოლო მონაცემები თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ – შევსების თვის პირველ რიცხვამდე წინა 12 თვის მიხედვით.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-11 და მე-12 მუხლები;
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
| „გვერდი |
|
|
| საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა დეკლარაციის წარდგენის შესახებ № –––––––––– |
საგადასახადო ორგანო
––––––––––––––––––––––
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრების
შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაცია
20 ––– წლის –––––––––––––– სათვის
| დეკლარაცია შედგენილია |
|
| გვერდზე |
ნაწილი I. პირადი მონაცემები
| 1.1 | სახელი, გვარი |
|
| 1.2 | პირადი ნომერი |
|
| 1.3 | სამსახური, დაკავებული თანამდებობა |
|
| 1.4 | სამსახურის მისამართი, ტელეფონი |
|
| 1.5 | საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი |
|
ნაწილი II. მონაცემები თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირი) შესახებ
| გვარი | სახელი | პირადი ნომერი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – დაბადების წელი) | ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი |
|
|
|
|
|
წარმოდგენილი მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ
„–––“ –––––– 20 –––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) ხელმოწერა
| გვერდი |
|
|
| პ/ნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი III. მონაცემები შემოსავლების შესახებ, რომელიც მიღებულია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიერ საანგარიშო პერიოდში 20 ––– წლის –––– დან 20 ––– წლის ––––––მდე
ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის მიღებული საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით
| შემოსავლის მიმღები პირი (სახელი, გვარი) | პირი, საიდანაც (ვისგანაც) მიღებულ იქნა შემოსავალი | შემოსავლის სახე | მიღებული შემოსავალი (ლარობით) |
|
|
|
|
|
|
|
| ჯამი: |
|
შენიშვნა:
1. მე-2 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი უკავშირდება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან/და სარგებლის, დივიდენდის, პროცენტის მიღებას, სხვა შემთხვევაში იწერება ტირე.
2. მე-3 სვეტში მიეთითება ნებისმიერი შემოსავალი, მიღებული როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ფულადი ან ნატურალური ფორმით, მათ შორის: დარიცხული ხელფასი, პენსია, ჯილდო, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ფულადი თანხა ან/და ქონების ღირებულება; ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, დივიდენდი, სტიპენდია, სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მოთამაშის მიერ მიღებული მოგება; ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და სხვა შემოსავალი.
3. სხვა შემოსავლების შემთხვევაში – თუ კონკრეტული ოპერაციიდან მიღებული შემოსავალი აღემატება 3 000 ლარს, ინდივიდუალურად მიეთითება შემოსავლის ოდენობა, სახე და წყარო, თუ შემოსავალი არ აღემატება 3 000 ლარს, მიეთითება შემოსავლის ოდენობა ჯამურად, შემოსავლის სახისა და წყაროს მინიშნების გარეშე.
წარმოდგენილი მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ
„–––“ ––––––– 20 –––– წ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) ხელმოწერა
| გვერდი |
|
|
| პ/ნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი IV. მონაცემები თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობაზე
4.1. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, ნაღდი ფული
| ქონების სახეობა, აღწერილობა, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა | ქონების მესაკუთრე (თუ ქონება საერთო საკუთრებაშია – თანამესაკუთრის სახელი, გვარი) | მათ შორის შეძენილი საანგარიშო პერიოდში (შეძენის თარიღი) |
|
|
|
|
შენიშვნა: შეიტანება ნებისმიერი ქონება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული (მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული), კერძოდ:
ა) მიწის ნაკვეთი – მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ფართობი (ჰა, კვ.მ), ადგილმდებარეობა;
ბ) შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი, ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი და სხვ.) – მიეთითება ადგილმდებარეობა (მისამართი), აღწერილობა (დანიშნულება და ფართობი);
გ) სატრანსპორტო საშუალება – მიეთითება სახეობა (მარკა), გამოშვების წელი, სარეგისტრაციო ნომერი;
დ) წილი – მიეთითება საწარმოს სახელწოდება და წილის პროცენტული ოდენობა;
ე) აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები – მიეთითება სახეობა, რაოდენობა, ემიტენტი;
ვ) ნაღდი ფულის შემთხვევაში მიეთითება 5 000 ლარზე მეტი ოდენობის ფულადი თანხა, რომელიც არ არის განთავსებული საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის, სესხად გაცემული;
ზ) სხვა ქონება – მიეთითება სახეობა და აღწერილობა, თუ მისი ღირებულება აღემატება 5 000 ლარს.
წარმოდგენილი მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ
„–––“ –––––– 20 ––– შ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) ხელმოწერა
| გვერდი |
|
|
| პ/ნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
4.2. როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საბანკო დაწესებულებაში არსებული შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრს
| შენატანის განმკარგავი პირი (სახელი, გვარი) | საბანკო დაწესებულების რეკვიზიტები |
|
|
|
წარმოდგენილი მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ
„––––“ ––––––––– 20 –––– წ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) ხელმოწერა
შენიშვნა: თუ ინფორმაცია არ ეტევა მოცემულ ცხრილებში, შეიძლება გაკეთდეს იმავე შინაარსის დანართი ცალკე ფურცელზე, რომელიც დაინომრება, დამოწმდება საჯარო მოსამსახურის (პ რეტენდენტის) ხელმოწერით და დაერთვება დეკლარაციას.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
––––––––––––––––––––––– საგადასახადო ორგანო
ც ნ ო ბ ა
რეგისტრაციის № ––––––––––––––––––––––––
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მიერ შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენის თაობაზე საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის):
ა) სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბ) სამსახური ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გ) დაკავებული (დასაკავებელი) თანამდებობა –––––––––––––
დ) პირადი ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) სახელი, გვარი) მიერ 20 ––––– წლისათვის შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარმოდგენას
ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ
საგადასახადო ორგანოს უფროსი ––––––––––––––– (ხელმოწერა)
––––––––––––––– (თარიღი)“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები