საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 04/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.156
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
31/01/2005
სსმ, 13, 04/02/2005
010.220.020.10.003.000.156
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2005 - 10/03/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2005 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

,,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №481 ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრი

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე გაბაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.       

3. სახელმწიფო კომისიამ კონტროლი გაუწიოს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ეფექტიან იმპლემენტაციას და განსაზღვრულ ვალდებულებათა დროულად შესრულებას; ამ მიზნით შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4. სახელმწიფო კომისიამ განსაზღვროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონტროლი გაუწიოს მას.

5. სახელმწიფო კომისია შეიკრიბოს ორ თვეში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის ინიციატივით.

6. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

12. 27/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 123 - ვებგვერდი, 01/03/2019 11. 17/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 132 - ვებგვერდი, 24/03/2017 10. 18/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 635 - ვებგვერდი, 23/12/2015 9. 31/10/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 437 - ვებგვერდი, 31/10/2012 8. 31/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 69 - სსმ, 41, 02/04/2009 7. 11/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 43 - სსმ, 31, 17/03/2009 6. 15/01/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 3 - სსმ, 7, 20/01/2009 5. 05/12/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 270 - სსმ, 174, 10/12/2007 4. 12/09/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 182 - სსმ, 128, 13/09/2007 3. 01/11/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 189 - სსმ, 128, 02/11/2005 2. 26/03/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 61 - სსმ, 36, 31/03/2005 1. 10/03/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 40 - სსმ, 28, 11/03/2005