დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019841 |
|
„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 135) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პრეამბულა, პირველი − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატოსთან) საქართველოს სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციისა და ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი. 2. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს; სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს. 3. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება განახორციელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. 4. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.“. 3. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტები. 4. დადგენილებას დაემატოს დანართი „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის დებულება“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 17 მარტიდან.
|
|
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის
კომისიის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. კომისიის დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები კომისიის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) საქართველოს მთავრობისათვის საქართველო-ნატოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ნატოში ინტეგრაციის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად. მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა 1 კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისაგან. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 3. კომისიის სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. 4. კომისია, ცალკეული საკითხების შესწავლისა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. მუხლი 4. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 2. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. 3. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრების ან მათი წარმომადგენლების ნახევარზე მეტი. 6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 8. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიების ერთობლივი სხდომა. მუხლი 5. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები