„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017113
437
31/10/2012
ვებგვერდი, 31/10/2012
010220020.10.003.017113
„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2012 წლის 31 ოქტომბერი

   ქ.თბილისი

 

„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება  „სა­ქარ­თველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელ­მწი­ფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგე­ნილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 135) და პირველი და მე-2 პუნ­ქ­ტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შეიქმნას სა­ქარ­თველოს ნატოში ინტეგრაციის კოორ­დი­­ნა­­ციის სახელ­მწი­ფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდე­გი შემადგენ­ლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდო­მარე;

 საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­­ტრი ევროპულ და ევროატ­ლანტიკურ სტრუქტურებში ინ­ტეგ­რაციის საკითხებში, კომისი­ის თავ­მჯდომარის მო­ა­დ­გილე;

საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი;

საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­ტრი რეინტეგრაციის საკით­ხებში;

საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების მინისტრი;

საქართველოს თავდაცვის მინის­ტრი;

საქართველოს შეიარაღებული ძა­ლების გაერთიანებული შტაბის  

უფ­როსი;

საქართველოს სასჯელ­აღსრულე­ბის, პრობაციისა და იურიდიული

დახმარების საკითხთა მინისტრი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა 

მინისტრი;

საქართველოს გარემოს დაცვის მინის­ტრი;

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინის­ტრი;

ევროპულ და ევ­რო­ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სა­კით­ხებში საქართველოს სა­ხელ­მწი­ფო მინისტრის პირველი მოადგილე, კო­მისიის მდივანი.

2.  სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: 

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს;

საქართველოს პარლამენტის თავდაც­ვისა და უშიშროების კომიტეტის თავ­მჯ­დომარეს;

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის

თავმჯდო­მარეს;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი