,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 13/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.823
  • Word
182
12/09/2007
სსმ, 128, 13/09/2007
010.220.020.10.003.000.823
,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს ნატოსთან  ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №13, მუხლი 135) და პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელ­მწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე        – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე          – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომა­რის მოადგილე

დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის სა­კით­ხებში

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზაზა გოგავა – საქართველოს შეიარაღებული ძა­ლე­ბის გაერთიანებული შტაბის უფროსი

დავით კეზერაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დავით ჩანტლაძე          – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

გიორგი ხევიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.

2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

გივი თარგამაძეს – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს

კონსტანტინე გაბაშვილს – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს

ნინო ნაკაშიძეს – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი