დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 20/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.001.215 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №3
2009 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გრიგოლ მგალობლიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკა გვარამია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი
გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
თამარ კოვზირიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი
გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ელენე ხოშტარია – საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი.“;
გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ეკა ტყეშელაშვილს – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს
გივი თარგამაძეს – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს
აკაკი მინაშვილს – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს
გელა ბეჟუაშვილს – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს.“;
დ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს ნატოში თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო კომისიამ შეიმუშაოს წინადადებები შესაბამისი სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ. აგრეთვე, კომისიამ კონტროლი გაუწიოს ნატოში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ეფექტიან იმპლემენტაციას და აღნიშნულ ფორმატებში განსაზღვრულ ვალდებულებათა დროულ შესრულებას. ამ მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები