დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საკონსულო მოსაკრებლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3655-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020120.05.001.016008 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (11/10/2010 - 12/06/2012)
საქართველოს კანონი
1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესს და მის ოდენობას, აგრეთვე საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.
2. საკონსულო მოსაკრებელი არის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.
მუხლი 2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი
1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.
2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ნაცვალგების საფუძველზე.
3. ნაცვალგების საფუძველზე საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის მიმართ იყენებს ზოგადი წესისაგან განსხვავებულ წესს, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 3. საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპი
1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება, როგორც წესი, წინასწარ, ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.
3. ამ კანონის დებულებები მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება, როგორც მისი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ.
მუხლი 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით:
ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვა – 35 აშშ დოლარი;
ბ) საქართველოს ვიზების გაცემის საკითხის განხილვა:
ბ.ა) ერთჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 20 აშშ დოლარი;
ბ.ბ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 30 აშშ დოლარი;
ბ.გ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით – 50 აშშ დოლარი;
ბ.დ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 5 წლამდე – 200 აშშ დოლარი;
ბ.ე) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 10 წლამდე – 400 აშშ დოლარი;
ბ.ვ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 15 წლამდე – 600 აშშ დოლარი;
ბ.ზ) ერთჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 5 აშშ დოლარი;
ბ.თ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 30 აშშ დოლარი;
ბ.ი) სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთით;
ბ.კ) ვიზის ახალ პასპორტში გადატანა – 5 აშშ დოლარი;
გ) დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვა – ერთი დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი;
დ) საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა – ერთი დოკუმენტისათვის 10 აშშ დოლარი;
ე) სხვა სახის ცნობების გაცემა – 20 აშშ დოლარი;
ვ) დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება – 20 აშშ დოლარი;
ზ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება – თითოეული გვერდისთვის 7 აშშ დოლარი;
თ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება:
თ.ა) საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე განცხადებების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა – 5 აშშ დოლარი;
თ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე სათანადო ცნობების გაცემა – 15 აშშ დოლარი;
ი) ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება:
ი.ა) საქართველოდან ემიგრაციის მსურველი პირის შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა – 5 აშშ დოლარი;
ი.ბ) საზღვარგარეთიდან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველი პირის განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა – 5 აშშ დოლარი;
კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:
კ.ა) საცხოვრებელი სახლის, ბინის, მიწის ნაკვეთის, ნაგებობისა და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება:
კ.ა.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე – გარიგების ღირებულების 0.5 პროცენტი;
კ.ა.ბ) სხვა მოქალაქეებზე – გარიგების ღირებულების 3 პროცენტი;
კ.ბ) ბინის, საცხოვრებელი სახლის (ან მათი ნაწილის) გაცვლის ხელშეკრულების დამოწმება – გარიგების ღირებულების 2 პროცენტი;
კ.გ) სატრანსპორტო საშუალების ჩუქებისა და გასხვისების ხელშეკრულების დადასტურება:
კ.გ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე – გარიგების ღირებულების 0.5 პროცენტი;
კ.გ.ბ) სხვა პირებზე – გარიგების ღირებულების 3 პროცენტი;
კ.დ) სესხის ხელშეკრულების დამოწმება – გარიგების ღირებულების 1 პროცენტი;
კ.ე) გირავნობის ხელშეკრულების დამოწმება – ქონების შეფასების 1 პროცენტი;
კ.ვ) ქირავნობის ხელშეკრულების დადასტურება – გარიგების ღირებულების 1 პროცენტი;
კ.ზ) იჯარის ხელშეკრულების დამოწმება – გარიგების ღირებულების 1 პროცენტი;
კ.თ) სხვა გარიგების დადასტურება, რომელიც ექვემდებარება შეფასებას, – გარიგების ღირებულების 3 პროცენტი;
კ.ი) თავდებობის ხელშეკრულების დადასტურება – ვალდებულების ღირებულების 0.5 პროცენტი;
კ.კ) სხვა გარიგების დამოწმება, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას, – 20 აშშ დოლარი;
კ.ლ) ანდერძის დადასტურება – 10 აშშ დოლარი;
კ.მ) ანდერძის გაუქმება – 5 აშშ დოლარი;
კ.ნ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის – 5 აშშ დოლარი;
კ.ო) მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება – 10 აშშ დოლარი;
კ.პ) ერთი ენიდან მეორე ენაზე დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება – თითოეული გვერდისთვის 5 აშშ დოლარი;
კ.ჟ) დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება –თითოეული გვერდისთვის 3 აშშ დოლარი;
კ.რ) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან მოქალაქის იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება – 15 აშშ დოლარი;
კ.ს) ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება – მიღებული თანხის 0.5 პროცენტი;
კ.ტ) თამასუქის გადაუხდელობისათვის პროტესტის, აგრეთვე უაქცეპტო და დაუთარიღებელი აქცეპტისა და ჩეკის გაუნაღდებლობის დამოწმება –გაუნაღდებელი თანხის 1 პროცენტი;
კ.უ) დოკუმენტის შენახვა – 2 აშშ დოლარი;
კ.ფ) სააღსრულებო წარწერის შესრულება – დაკისრებული თანხის 2 პროცენტი;
კ.ქ) სამემკვიდრეო ქონების დაცვის მიზნით ღონისძიებების გატარება – 50 აშშ დოლარი;
კ.ღ) კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა:
კ.ღ.ა) პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის – სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 0.5 პროცენტი;
კ.ღ.ბ) მეორე რიგის მემკვიდრეებისათვის – სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 1.5 პროცენტი;
კ.ღ.გ) სხვა მემკვიდრეებისათვის – სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 3 პროცენტი;
კ.ღ.დ) საზღვარგარეთ არსებულ ქონებასთან მიმართებით – 25 აშშ დოლარი;
კ.ღ.ე) განსაზღვრა სამემკვიდრეო ქონების საბოლოო ღირებულებისა, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე ამ პუნქტით მემკვიდრეთა რიგითობის მიხედვით დადგენილი ტარიფებით;
კ.ყ) მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა – 5 აშშ დოლარი;
კ.შ) იმ გარიგების პროექტის მომზადება, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას, – 30 აშშ დოლარი;
კ.ჩ) იმ გარიგების პროექტის მომზადება, რომელიც ექვემდებარება შეფასებას, – გარიგების ღირებულების 0.5 პროცენტი;
კ.ც) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მიერ საცხოვრებელ სახლზე (მის ნაწილზე) ან სხვა ქონებაზე სანოტარო მოქმედების შესაჩერებლად ზომების მიღება – 10 აშშ დოლარი;
კ.ძ) ყადაღის შესახებ ცნობის გაცემა – 10 აშშ დოლარი;
კ. წ) სხვა სანოტარო მოქმედებების შესრულება – 15 აშშ დოლარი;
ლ) საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მოსაკრებელი:
ლ.ა) საზღვაო პროტესტის შესრულება – 150 აშშ დოლარი;
ლ.ბ) ხომალდის ტვირთის შესახებ ცნობის გაცემა-დამოწმება – 80 აშშ დოლარი;
ლ.გ) საქართველოს ალმით ცურვის უფლების ან ხომალდზე საკუთრების უფლების დროებითი მოწმობის გაცემა – 150 აშშ დოლარი;
ლ.დ) ხომალდზე დოკუმენტაციის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სახომალდე ჟურნალის გაფორმება – 30 აშშ დოლარი;
ლ.ე) საზღვაო ხომალდის ეკიპაჟის სრულ ნუსხაში (გემის როლში) ეკიპაჟის წევრების შეყვანა ან მათი ნუსხიდან გამოყვანა – 30 აშშ დოლარი;
ლ.ვ) სანიტარიული მოწმობის დამოწმება – 30 აშშ დოლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ან ინგლისურ ენაზე, დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი დოკუმენტის თარგმნისათვის არ გადაიხდევინება.
3. სანოტარო მოქმედებების შესრულებისას გარიგების ღირებულების დასადგენად გამოიყენება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
მუხლი 5. შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე
1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას;
გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;
დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ე) პირები დიპლომატიური და სამსახურებრივი საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პირი გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47).
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 1 ოქტომბერი.
№3655– IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები