დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1512-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020120.05.001.103058 |
|
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №53, 11.10.2010, მუხ. 339) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის გადასახდევინებელი თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის გადასახდევინებელი თანხის ოდენობისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობის განსაზღვრამდე გადაიხდევინება ამ კანონის ამოქმედებამდე კანონით განსაზღვრული ოდენობის თანხა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 15 აპრილი 2026 წ. N1512-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები