„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4059-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 07/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020120.05.001.017887
4059-რს
17/07/2015
ვებგვერდი, 29/07/2015
210020120.05.001.017887
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №53, 11.10.2010, მუხ. 339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 20 აშშ დოლარი;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაფორმებისას;“;

ბ)  „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები

საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

 

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ივლისი 2015 წ.

N4059-რს