დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 533 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 06/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/11/2008 - 07/11/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №533
2008 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით მდიდარი ტერიტორიების ეფექტიანი მართვის, ქართული კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
გ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების რეორგანიზაციასა და სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ზედამხედველობის სფეროში სააგენტოს ფუნქციების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის დაფინანსების ასახვა წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების შესაბამისად უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებულ დაწესებულებებთან დაკავშირებული უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები