საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016432
  • Word
84
03/02/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
040030000.08.002.016432
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №84

2012 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მისგან გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის გამოყოფის გზით.

2. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

4. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის 533 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., 160, მუხ. 1605) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი,“.

5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი