საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016974
34
02/02/2015
ვებგვერდი, 02/02/2015
040030000.08.002.016974
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №34

2015 წლის  2 თებერვალი

 ქ.თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (№1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №105 ბრძანებულება.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულება.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულება.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1038 ბრძანებულება.
5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივნისის №528 ბრძანებულება.
6. „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის №79 ბრძანებულება.
7. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ნოემბრის №888 ბრძანებულება.
8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №523 ბრძანებულება.
9. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №391 ბრძანებულება.
10. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 იანვრის №14 ბრძანებულება.
11. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის №505 ბრძანებულება.
12. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის №603 ბრძანებულება.
13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის №92 ბრძანებულება.
14. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულება.
15. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ივლისის №525 ბრძანებულება.
16. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულება.
17. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №63 ბრძანებულება.
18. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №932 ბრძანებულება.
19. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №933 ბრძანებულება.
20. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №931 ბრძანებულება.
21. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №934 ბრძანებულება.
22. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს №493 ბრძანებულება.
23. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულება.
24. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №87 ბრძანებულება.
25. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №49 ბრძანებულება.
26. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №84 ბრძანებულება.
27. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის №1041 ბრძანებულება.
28. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №47 ბრძანებულება.
29. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 ნოემბრის №937 ბრძანებულება.
30. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თელავის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებულება.
31. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №45 ბრძანებულება.
32. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №71 ბრძანებულება.
33. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №86 ბრძანებულება.
34. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №48 ბრძანებულება.
35. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №62 ბრძანებულება.
36. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის №597 ბრძანებულება.
37. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2008 წლის 31 იანვრის №51 ბრძანებულება.
38. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს №698 ბრძანებულება.
39. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სმირნოვების მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის №497 ბრძანებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 26 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი