დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 07/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №540
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №160, მუხ. 1605) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექ-ტურული მუზეუმ-ნაკრძალი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები