დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 184, 26/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №624
2008 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №160, მუხ. 1605) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდეგში – სააგენტო), რომელიც წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ზედამხედველობის სფეროში სააგენტოს ფუნქციების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის დაფინანსების ასახვა წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები