ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016519
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
83
24/12/2018
ვებგვერდი, 26/12/2018
010250050.35.160.016519
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/12/2018 - 22/03/2019)

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №83

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის  „ფ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, რუსთავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (დანართი №1);

ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების  რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) (დანართი №2).

მუხლი 2
ამ წესის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში  არ გავრცელდეს  იმ პირებზე, რომლებიც წესის ძალაში შესვლის დღეს ფაქტობრივად ცხოვრობენ დროებით საცხოვრისში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი




დანართი №1

      ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ  აქტებს.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.

3. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 15 წელს;

გ) პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;

ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 150 001 და მეტია.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული  საცხოვრებელი ადგილის არ მქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო;

ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით;

გ) მარტოხელა მშობელი – სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი;

დ) დაინტერესებული მხარე –  ნებისმიერი ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 2. უსახლკარო პირთა რეგისტრაციის პროცედურები

1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ  წესით დადგენილი რეგისტრაციის სპეციალური განაცხადის ფორმით (დანართი №2); განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/ დაბადების მოწმობის) ასლ(ები)ი;

ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებები, განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

2.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერს წარუდგენს წინადადებას პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის/ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. სამსახურის წინადადების საფუძველზე პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის/ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

3. სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლები შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ახორციელებენ მოკვლევას უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და წარუდგენენ სამსახურს. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია და შესაბამისი  ფაქტების დადგენის სხვა პროცედურები სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

4. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.

5.  უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:

ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს დროებითი საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული)  დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;

ბ) განმცხადებლის მხრიდან დროებითი საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან დროებითი  საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;

გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს;

დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში.

6. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება განხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.

მუხლი 3. უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით    უზრუნველყოფის კომისია

1. ამ წესის განხორციელებისთვის, უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის  კომისიას (შემდგომში – „კომისია“).

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები).

3. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის,  მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5. კომისია უშუალოდ ექვემდებარება კომისიის ხელმძღვანელს  და ასრულებს მის დავალებებს.

6. კომისიის საქმისწარმოების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო, შესაბამისი სპეციალისტების შემადგენლობით, რომლის ხელმძღვანელობასაც უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.

7. კომისიის წევრთა  საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

10. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

11. კომისიის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

12.  კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო  მიზეზით;

ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

13. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.

14. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნეს დაინტერესებული პირების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი არაუმეტეს 3 პირის შემადგენლობით.

15. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

16. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

17. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.

18. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე  და სხდომაზე დამსწრე კომისიის  წევრები.

19. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

20. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).

მუხლი 4. შეფასების პროცედურები

1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის  უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის დროებით საცხოვრისში შესახლებისას პრიორიტეტი ენიჭება  კომისიის  მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა კომისიის  წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

2. უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით სამსახური თითოულ რეგისტრირებულ განაცხადზე ამზადებს/ავსებს ანკეტას, რომელშიც შეიტანება  პირისთვის/ ოჯახისთვის ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით შესაფასებლად საჭირო შესაბამისი ინფორმაცია. თითოეულ ანკეტას შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი და კომისიაზე საკითხი გამოდის აღნიშნული ფორმით. კომისიის წევრებისთვის უცნობია კომისიაზე შემოსული განმცხადებლების  შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილთა შესახებ საჯარო ხდება მას შემდეგ, რაც კომისია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას.   დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გადაამოწმოს მიღებული გადაწყვეტილების წესთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოითხოვოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 5. შეფასების  კრიტერიუმები

1. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების ქულათა მინიჭების სისტემა, შემდეგი კრიტერიუმები მიხედვით:

ა)  ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:

ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 65 000-ის ჩათვლით  – ქულა 25;

ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 150 000-ის ჩათვლით  – ქულა 20;

ბ)  არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში 1-დან-3-ის ჩათვლით – ქულა 6,  ყოველ დამატებით წევრზე  – ქულა 2, მაგრამ არაუმეტეს 12 ქულისა;

გ) ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარისშეზღუდვით) გამოწვეული  შესაძლებლობის  შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი:

გ.ა)   ზომიერად გამოხატული 1 პირი – 5 ქულა, ორი ან მეტი პირის შემთხვევაში – 14 ქულა;

გ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული 1 პირი – 8 ქულა, დამატებით შშმ პირი ოჯახის წევრის შემთხვევაში – არაუმეტეს 17 ქულა.

გ.გ) მკვეთრად გამოხატული  1 პირი – 11 ქულა. დამატებით შშმ პირი ოჯახის წევრის შემთხვევაში – არაუმეტეს 20 ქულა.

დ) მარტოხელა მშობელი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, ამასთან, სიღარიბე არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბავშვების მომვლელის მომსახურებით –  4 ქულა;

ე)  საცხოვრებელი ფართის დაკარგვის/ გასხვისების წლები 5-დან -–6 წლის ჩათვლით – -6 ქულა, 6 წლიდან –8 წლის ჩათვლით –  8 ქულა, 8 წლის ზემოთ – 10 ქულა;

ვ) პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო 3 ქულა, 2 პენსიონერი- 6 ქულა,  3 -ზე მეტი პენსიონერი -არაუმეტეს – 9 ქულა;

ზ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში“ – 5 ქულა, დამატებითი ვეტერანი ოჯახის წევრის შემთხვევაში – არაუმეტეს – 10 ქულა;

თ) მარჩენალდაკარგული ერთი პირი – 2 ქულა, 2 პირი – 4 ქულა, 3 პირი – 7 ქულა, 4 პირი – 9 ქულა, 5 პირი – 10 ქულა, – 6 და მეტი– არაუმეტეს 11 ქულა.

ი) ქალაქ რუსთავში რეგისტრაციის წლების მიხედვით, 15 წლის რეგისტრაცია – 1 ქულა, 16 წლის რეგისტრაცია – 2 ქულა, 17 წლის რეგისტრაცია-3 ქულა, 18 წლის რეგისტრაცია – 4 ქულა, 19 წლის რეგისტრაცია –5 ქულა, 20  წლის რეგისტრაციიდან ზემოთ –10 ქულა.

კ) სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასული 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება ან სხვა თავშესაფარი –  5 ქულა;

ლ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლადგათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული,  რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი – 3 ქულა;

2.   შეფასებისას თითოეულ კრიტერიუმს გააჩნია კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს მის მნშვნელობას სხვა კრიტერიუმებთან  შედარებით  100 ქულიანი სისტემით შეფასებისას (იხ. დანართი ).

3. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შემდეგი სახით:

X1Y1+ X2Y2+……..X10Y10=Z  საიდანაც X არის კრიტერიუმის ქულა, Y -კოეფიციენტი, ხოლო Z -ქულათა ჯამი, საბოლო შეფასების ქულა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასების ქულას ოჯახი მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ერთი წევრი მაინც რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში.

მუხლი 6. დროებითი საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები

1. დროებითი საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა).

2. თუ დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე პირი ფართის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ვერ ისარგებლებს გადაცემული ფართით კარგავს გადაცემული ფართით  სარგებლობის უფლებას.

3. დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ყოველთვიური კომუნალური გადასახადის გადახდა.

4. დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას.

5. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.

6. ბენეფიციარი ოჯახის შრომისუნარიანი წევრი ვალდებულია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში („ვორქ. ნეტი“) და თუ ბენეფიციარი 3 შეთავაზებიდან, სუბიექტური მიზეზის გამო იტყვის უარს დასაქმებაზე, აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.

7. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.

8. კონკრეტულ დროებით საცხოვრისში საცხოვრებელი პირობებისა და სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსაზღვროს საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობა.

მუხლი 7. ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი

ბენეფიციარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება მოხდება ორ წელიწადში ერთხელ ბენეფიციარის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენით:

ა) ამონაწერი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ქულათა ოდენობით;

ბ)  ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან ოჯახის წევრთა შემოსავლების  შესახებ;

გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელის/მოხელეთა მიერ წლის განმავლობაში პერიოდულად ბენეფიციარი ოჯახის ადგილზე გადამოწმებით.

მუხლი 8. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადის ფორმასთან ერთად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის     სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები;

დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე  ქონების რეგისტრაციის  შესახებ;

ე) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ვ)  ამ წესის მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

 ზ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;

ლ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ვეტერანის მოწმობა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების დამადასტურებლი დოკუმენტი და სხვა;

ნ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან,  ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ;

ო) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეისმენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ.

                                                                                                                                                               დანართი

კოეფიციენტები

1.  რუსთავში  რეგისტრაციის წლები- 0.510

2.  სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა სარეიტინგო ქულა-0.170

3.  ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული  შესაძლებლობის  შეზღუდვა-0.102

4.  საცხოვრებელი ფართის დაკარგვა/გასხვისება -0.057

5.  არასრულწლოვნების რაოდენობა ოჯახში-0.039

6.  მარჩენალდაკარგული-0.030

7.  მარტოხელა მშობელი -0.024

8.  ვეტერანი-0.020

9.  პენსიონერი-0.018

10. ზრუნვის სერვისიდან გასული-0.015

11. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული-0.014