დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016638 |
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანლი კანონისმე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაის (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ, 010250050.35.160.016519) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში და დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერს წარუდგენს წინადადებას პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის/ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. სამსახურის წინადადების საფუძველზე პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის/ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები