დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016597 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016519) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. შეფასების პროცედურები 1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ოჯახის დროებით საცხოვრისში შესახლებისას პრიორიტეტი ენიჭება კომისიის მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებულ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახს. 2. უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით სამსახური თითოულ რეგისტრირებულ განაცხადზე ამზადებს/ავსებს ანკეტას, რომელშიც შეიტანება პირისთვის/ ოჯახისთვის ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით შესაფასებლად საჭირო შესაბამისი ინფორმაცია. თითოეულ ანკეტას შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი და კომისიაზე საკითხი გამოდის აღნიშნული ფორმით. კომისიის წევრებისთვის უცნობია კომისიაზე შემოსული განმცხადებლების შესახებ ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ქულათა თანაბარი რაოდენობის მქონე ოჯახების შერჩევისას. ინფორმაცია დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილთა შესახებ საჯარო ხდება მას შემდეგ, რაც კომისია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გადაამოწმოს მიღებული გადაწყვეტილების წესთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოითხოვოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები