„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016541
105
22/03/2019
ვებგვერდი, 27/03/2019
010250050.35.160.016541
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №105

2019 წლის 22 მარტი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016519) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით  უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. ეს წესი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ნაწილში არ ვრცელდება:

ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

გ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“;

ბ) დანართი №1-ის პირველი მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31ეს წესი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში არ ვრცელდება:

ა)   პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება ჯამში 15 წელს, ხოლო განცხადებით მომართვამდე ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია, (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა);

გ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის წევრის  საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეგისტრაციო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 150 001 და მეტია.“;

გ)   დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს 32 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32.  ეს წესი შეიძლება გავრცელდეს პირებზე, რომელთა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის ხანგრძლივობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ  გაცემული  საინფორმაციო ბარათის საფუძველზე,   ჯამში 15 წელზე ნაკლებია, თუმცა ქალაქ რუსთავში მისი ცხოვრების ფაქტი დგინდება შემდეგი გარემოებების ერთობლიობით: პირი სწავლობდა ქალაქ რუსთავში და ამ პერიოდში არ  ფიქსირდება მისი  სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის ფაქტი.“

დ) დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს 33 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33.  სამსახური უფლებამოსილია რეგისტრაციაში გაატაროს ამ წესის პირველი მუხლის მე-31 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში ოჯახი/ოჯახის წევრი, თუ გამოკითხვით და ინფორმაციის მოძიების სხვა საშუალებებით დადგინდება, რომ ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება ქონებაზე, მაგრამ იგი განმცხადებელს ან/და მისი ოჯახის წევრს ვერ უზრუნველყოფს საცხოვრისით.“;

ე) დანართი №1-ის პირველი მუხლის  მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირველი რიგის ნათესავი შვილ(ებ)ი, მეუღლე, მშობელ(ებ)ი.

ვ)   ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი:

ზ) შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 

„1. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადის ფორმასთან ერთად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები;

დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე  ქონების რეგისტრაციის  შესახებ;

ე) ინფორმაცია ოჯახის ყველა წევრზე რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ვ) ამ წესის მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  

ზ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;

ლ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ვეტერანის მოწმობა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების დამადასტურებლი დოკუმენტი და სხვა;

ნ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან,  ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ;

ო) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეისმენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ.

2. ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას დაინტერესებული პირის მიერ დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი