„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016552
116
21/05/2019
ვებგვერდი, 22/05/2019
010250050.35.160.016552
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №116

2019 წლის 21 მაისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018წ., 010250050.35.160.016519) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში  – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი.

ბ) დანართი №1-ის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს და ოჯახის ყველა წევრის უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა).“;

გ) დანართი №1-ის პირველი მუხლის 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ამ წესის პირველი მუხლის 31 პუნქტის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას   უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია უფლებამოსილია განიხილოს და კენჭი უყაროს საკითხს, თუ სამდივნოს შეფასებით დგინდება, რომ ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ვერ უზრუნველყოფს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას.“;

დ) დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.";

ე) დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ". პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს.“;

ვ) დანართი №1-ის მესამე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის საქმისწარმოების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო, შესაბამისი სპეციალისტების შემადგენლობით, რომლის ხელმძღვანელობასაც უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი.“;

ზ) დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე.";

თ) ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-7 მუხლის „ბ" ქვეპუნქტი.

ი) დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს „პ" ქვეპუნტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ამ წესის პირველი მუხლის 31 პუნქტის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მიზნით, მოქალაქე ვალდებულია მუნიციპალიტეტს დამატებით წარმოუდგინოს ოჯახის ყველა წევრის პირველი რიგის ნათესავებისა და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია.";

კ) დანართი №1-ის მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქის მიერ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ" ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ვერ წარმოდგენა ან არასრულად წარმოდგენა შეიძლება გახდეს მოთხოვნის განუხილველად დატოვების საფუძველი.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი