მართალზომიერში რა იგულისხმება, ის, რომ საქმიანობა არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო? ანუ თუ პირი უკანონოდ ახორციელებს რაიმე საქმიანობას (მაგალითად, ლიცენზიის გარეშე, ეს არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად?
მართლზომიერ საქმიანობაში ცხადია კანონშესაბამისი საქმიანობა იგულისხმება. თუკი პირი კანონის დარღვევით საქმიანობს (მაგ. როგორც თქვი ლიცენზიის გარეშე), ეს უკვე უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება. ამას კი უკვე ადმინისტრაციულ სამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი შედეგები მოყვება. ამასთან დაკავშირებით შეგიძლია გაეცნო 2006 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვალერი გელაშვილის საქმეზე, სადაც ეს საკითხიც დგას გარკვეულწილად.
2. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს.
მოვალის გაჭიანურება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ,აპრიორი იმის მანიშნებელია რომ მოვალე ერთობლივ განცხადებით არ მიმართავს საჯარო რეესტრს იპოთეკით დატვრითულ ქონების იპოთეკარზე გადასვლის თაობაზე. ლოგიკა ამ მუხლში არ არის.
აქვე მითითებულია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.
საინტერესოა რატომ არ ვრცელდება ეს საფინანსო სექტორის ყველა წევრებზე. თუ ასეთ მაღალპროცენტიან პროდუქტზე იყო მოთხოვნა ბაზრიდან,ეს მისცემს საშუალებას სექტორის სხვა წევრებს გამოიყენონ მოთხოვნა მაღალპროცენტიანი პროდუქტის გამოსაშვებად ბაზარზე. თუმცა სრულიად არ ვეთანხმები არანაირ შეზღუდვებს.ბაზარი თავად არეგულირებს პროცენტის.მთავარია იყოს ინფორმირებული ორივე მხარე.
4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.
იძულებითი მართვის მუხლში უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული დროის ჩარჩოები,გონივრული ვადა.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
- ანუ გასარკვევია ზუსტად რას გულისხმობს კანონპროექტის ავტორი
75- ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი , რომელიც შედგება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონისაგან , უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა , ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან . ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება . აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს , გარდა ამ კანონის 69- ე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა , როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი , რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული . “.
და
ბ) მე-21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-22 პუნქტი:
„22. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“.
ორივე მუხლი იძლევა საშუალებას მოვალის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან ბოროტად გამოყენებული იყოს აუქცის ეს წესი.კერძოდ აუქციონზე გამარჯვების მოპოვება და შემდგომ ქონების ფასის არ გადახდა,რისი საბოლოო მიზანი არის აუქციონის ჩაშლა და ვალდებულების მოხსნა...
4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.
თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება. რიგითობა უნდა იყოს დაცული აუცილებლად.
რაც შეეხება სა-% ძღვარსა რაც საბანკო სესხზე იქნება მიბმული 2,5-მაგ ოდენობით. საინტერესოა თუ როგორ იყო გამოთვლილი ეს და რამდენად მიზანშეწონილია,რადგან ტუსაბანკო სესხის % შემცირდება ბაზარზე ისედაც იქნება დაწეული სა-% განაკვეთები სხვა წყაროებიდან. ეს ელემენტარული და უცვლელი პრაქტიკაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითებს ,მოვიყვან კანადას როგორც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას სადაც ინფლიაცია 2-3%-ია და სესხის სა-% განაკვეტი 5-7%. კანადაში არის მიღებული ზღვარი რის შემდგომ ითვლება კრიმინალურ განაკვეთად(criminal rates of interest) და ის შეადგენს 60%. კანონის დასახელება 347 of the Criminal Code http://www.mcmillan.ca/Canadian-interest-rate-rules
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცლილებების პროექტით, კოდექსს ემატება 289-ე მუხლის 1 1 და 1 3 ნაწილები რომლითაც, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, ხოლო აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე. მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1 1 ნაწილი გავრცელდეს ყველა პირზე, რათა დაცული იქნას მოვალის (უფრო სწორედ მოსახლეობის) უფლებები. თუ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1 1 ნაწილი გავრცელდება ფიზიკური და იურიდიული პირების ნაწილზე, მაშინ აღნიშნული ნორმით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 და 45-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპი.
გაურკვეველია, რატომ არაა ვ) პუნქტში (მიკრო ბიზნესი) იგივე ჩანაწერი რაც ი)პუნქტში (ფიქსირებული). მაგალითად, რატომ არ უნდა ჰქონდეს პირს უფლება გამოქვითოს სესხის პროცენტი, თუ გამსესხებელს მიკრო მეწარმის სტატუსი აქვს და ამ შემთხვევაში იბეგრება ჩვეული რეჟიმით.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ბ ქვეპუნქტი, ვფიქრობ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის ბ ქვეპუნქტთან, რომლის მიხედვითაც " ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით." აქედან გამომდინარე, არ შეიძლება პირს შეეზღუდოს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, იმის გამო, რომ იგი გამოძიების ქვეშაა, "ვფიქრობ საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე 17 მუხლის ბ ქვეპუნქტი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპს.
მოცემული მუხლი ბუნდოვანია, ვინაიდან ნივთის მესაკუთრის მიერ წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზიის შემდეგ, წყდება არა მფლობელობა, არამედ ფლობის უფლება. რადგან ტექნიკური თვალსაზრისით ნივთი მაინც მფლობელთან რჩება. ანუ, ის რომ მე როგორც მესაკუთრემ, წავუყენე დასაბუთებული პრეტენზია მფლობელს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნივთი უკვე ჩემს მფლობელობაში დაბრუნდა.
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად
რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და
წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. შრომის კოდექსის მე–20ე მუხლის ზ)პუნქტით სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; ჩანაწერი "უფლისა ჩვენისა" დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან კანონის მოქმედება ვრცელდება არამარტო ქრისტიან მოსახლეობაზე
2-ე პუნქტის მიხედვით გამოდის, რომ საგადასახადო ორგანოში გასაგზავნ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდესგადასახადის გადამსდელის კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი და არა უშუალოდ გადასახადის გადამდელი
2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მხოლოდ მიწის ნაკვეთით მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ არის გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან და რატომ?
დიდი ხანია გამაჩნია ერთგვარი კანონპროექტის იდეა თამბაქოსა და ალკოჰოლის შესახებ,როგორ შეიძლება მივაწოდო ის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს ელექტრონულად?
ამ მუხლის პირველი ნაწილით გამოდის, რომ ამხანაგობას რომელიც რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ. ამხანაგობა რომეიც აწარმოებს კორპუსის მშენებლობას წევრთა შენატანით)გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება, (ხელფასი, პროცენტი, მომსახურების ანაზღაურება და ა.შ.
“სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების მე-4 მუხლი, რომლითაც დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების პირველი მუხლის ძალაში შესვლა არ უნდა უკავშირდებოდეს იურიდიული ფაქტის (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის) დადგომას, ზემოხსენებული მუხლის ძალაში შესვლა დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტული კალენდარული დღის დადგომასთან ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღთან.
რას ნიშნავს შვებულების გადატანა ან უარყოფითად მოქმედება საქმიანობაზე გადაღლილი თანამშრომელი რისკი არარის? დასვენება ადამიანს ეკუთვნის რა მეორე წელს ორმაგად დაისვენებს?
3604
(Y)
კოდექსით არ არის დადგენილი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო ან პირი.
სახელმწიფო მოხელე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის-????
:-)
მართალზომიერში რა იგულისხმება, ის, რომ საქმიანობა არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო? ანუ თუ პირი უკანონოდ ახორციელებს რაიმე საქმიანობას (მაგალითად, ლიცენზიის გარეშე, ეს არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად?
მართლზომიერ საქმიანობაში ცხადია კანონშესაბამისი საქმიანობა იგულისხმება. თუკი პირი კანონის დარღვევით საქმიანობს (მაგ. როგორც თქვი ლიცენზიის გარეშე), ეს უკვე უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება. ამას კი უკვე ადმინისტრაციულ სამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი შედეგები მოყვება. ამასთან დაკავშირებით შეგიძლია გაეცნო 2006 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვალერი გელაშვილის საქმეზე, სადაც ეს საკითხიც დგას გარკვეულწილად.
გმადლობთ.
291
monika ghurwkaia
"23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ..." აქ საჭიროა ჩაიწეროს: "23. საგადასახადო დავალიანება – დ ა დ ე ბ ი თ ი სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ ..."
მოვალის გაჭიანურება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ,აპრიორი იმის მანიშნებელია რომ მოვალე ერთობლივ განცხადებით არ მიმართავს საჯარო რეესტრს იპოთეკით დატვრითულ ქონების იპოთეკარზე გადასვლის თაობაზე. ლოგიკა ამ მუხლში არ არის.
საინტერესოა რატომ არ ვრცელდება ეს საფინანსო სექტორის ყველა წევრებზე. თუ ასეთ მაღალპროცენტიან პროდუქტზე იყო მოთხოვნა ბაზრიდან,ეს მისცემს საშუალებას სექტორის სხვა წევრებს გამოიყენონ მოთხოვნა მაღალპროცენტიანი პროდუქტის გამოსაშვებად ბაზარზე. თუმცა სრულიად არ ვეთანხმები არანაირ შეზღუდვებს.ბაზარი თავად არეგულირებს პროცენტის.მთავარია იყოს ინფორმირებული ორივე მხარე.
იძულებითი მართვის მუხლში უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული დროის ჩარჩოები,გონივრული ვადა.
ეკონომისტებო თუ შეგიძლიათ ზუსტად გაშიფრეთ ქვემოთ ციტირებული ჩანაწერი და მიუთითეთ ზუსტი წყარო და მაგალითიც მეტი დამაჯერებლობისათვის?
- ანუ გასარკვევია ზუსტად რას გულისხმობს კანონპროექტის ავტორი
და
ორივე მუხლი იძლევა საშუალებას მოვალის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან ბოროტად გამოყენებული იყოს აუქცის ეს წესი.კერძოდ აუქციონზე გამარჯვების მოპოვება და შემდგომ ქონების ფასის არ გადახდა,რისი საბოლოო მიზანი არის აუქციონის ჩაშლა და ვალდებულების მოხსნა...
თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება. რიგითობა უნდა იყოს დაცული აუცილებლად.
„ვებგვერდი“ ერთად იწერება. იხ.: http://ena.ge/
რაც შეეხება სა-% ძღვარსა რაც საბანკო სესხზე იქნება მიბმული 2,5-მაგ ოდენობით. საინტერესოა თუ როგორ იყო გამოთვლილი ეს და რამდენად მიზანშეწონილია,რადგან ტუსაბანკო სესხის % შემცირდება ბაზარზე ისედაც იქნება დაწეული სა-% განაკვეთები სხვა წყაროებიდან. ეს ელემენტარული და უცვლელი პრაქტიკაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითებს ,მოვიყვან კანადას როგორც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას სადაც ინფლიაცია 2-3%-ია და სესხის სა-% განაკვეტი 5-7%. კანადაში არის მიღებული ზღვარი რის შემდგომ ითვლება კრიმინალურ განაკვეთად(criminal rates of interest) და ის შეადგენს 60%. კანონის დასახელება 347 of the Criminal Code http://www.mcmillan.ca/Canadian-interest-rate-rules
• ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონი;
• საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევათა კოდექსი.
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი სად უნდა მოძებნო?ვერსად ვნახე.. არსებობს? უაზრო კანონია ყველა 48 საათს ჩაწერს ხელშეკრულებაში

სპეციფიკური სამუშაო დარგების ჩამონათვალი არ იძებნება :-) არ არსებობს ჯერ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცლილებების პროექტით, კოდექსს ემატება 289-ე მუხლის 1 1 და 1 3 ნაწილები რომლითაც, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, ხოლო აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე. მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1 1 ნაწილი გავრცელდეს ყველა პირზე, რათა დაცული იქნას მოვალის (უფრო სწორედ მოსახლეობის) უფლებები. თუ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1 1 ნაწილი გავრცელდება ფიზიკური და იურიდიული პირების ნაწილზე, მაშინ აღნიშნული ნორმით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 და 45-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპი.
თუ მუსამსახურე გათავისუფლებულია უკანონოდ, მას კანონიერი უფლება აქვს მიიღოს იძულებით გაცდენილი პარიოდის შრომითი გასამრჯელო
გაურკვეველია, რატომ არაა ვ) პუნქტში (მიკრო ბიზნესი) იგივე ჩანაწერი რაც ი)პუნქტში (ფიქსირებული). მაგალითად, რატომ არ უნდა ჰქონდეს პირს უფლება გამოქვითოს სესხის პროცენტი, თუ გამსესხებელს მიკრო მეწარმის სტატუსი აქვს და ამ შემთხვევაში იბეგრება ჩვეული რეჟიმით.
მოგესალმებით, კოდიფიცირებულ ვერსიას რატომ ვერ ვხსნი? მანანა
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ბ ქვეპუნქტი, ვფიქრობ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის ბ ქვეპუნქტთან, რომლის მიხედვითაც " ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით." აქედან გამომდინარე, არ შეიძლება პირს შეეზღუდოს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, იმის გამო, რომ იგი გამოძიების ქვეშაა, "ვფიქრობ საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე 17 მუხლის ბ ქვეპუნქტი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპს.
ra aris dispoziciuri norma?tu sheidzleba rom shesabamisi muxlebi momiyvanot?
180-ე მუხლს უნდა ჰქონდეს მაკვალიფიცირებელი გარემოება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით (III ნაწილის "დ" პუნქტი) . . .
მოცემული მუხლი ბუნდოვანია, ვინაიდან ნივთის მესაკუთრის მიერ წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზიის შემდეგ, წყდება არა მფლობელობა, არამედ ფლობის უფლება. რადგან ტექნიკური თვალსაზრისით ნივთი მაინც მფლობელთან რჩება. ანუ, ის რომ მე როგორც მესაკუთრემ, წავუყენე დასაბუთებული პრეტენზია მფლობელს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნივთი უკვე ჩემს მფლობელობაში დაბრუნდა.
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დროს აპლიკანტს
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად
რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და
წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. შრომის კოდექსის მე–20ე მუხლის ზ)პუნქტით სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; ჩანაწერი "უფლისა ჩვენისა" დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან კანონის მოქმედება ვრცელდება არამარტო ქრისტიან მოსახლეობაზე
nato2907@gmail.com
:-)
sao/namiranashvili
axali wesi sadaaaaaaaaaa
ძალიან სასაცილოა ჩემთვის მეორე ნაწილი, გამოდის რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე ეს ნაწილი ეწინააგმდეგება კონსტიტუციას...
2-ე პუნქტის მიხედვით გამოდის, რომ საგადასახადო ორგანოში გასაგზავნ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდესგადასახადის გადამსდელის კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი და არა უშუალოდ გადასახადის გადამდელი
2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მხოლოდ მიწის ნაკვეთით მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ არის გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან და რატომ?
დიდი ხანია გამაჩნია ერთგვარი კანონპროექტის იდეა თამბაქოსა და ალკოჰოლის შესახებ,როგორ შეიძლება მივაწოდო ის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს ელექტრონულად?
ამ მუხლის პირველი ნაწილით გამოდის, რომ ამხანაგობას რომელიც რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ. ამხანაგობა რომეიც აწარმოებს კორპუსის მშენებლობას წევრთა შენატანით)გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება, (ხელფასი, პროცენტი, მომსახურების ანაზღაურება და ა.შ.
“სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების მე-4 მუხლი, რომლითაც დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების პირველი მუხლის ძალაში შესვლა არ უნდა უკავშირდებოდეს იურიდიული ფაქტის (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის) დადგომას, ზემოხსენებული მუხლის ძალაში შესვლა დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტული კალენდარული დღის დადგომასთან ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღთან.
დანართი რატომ არ აქვს ამ დოკუმენტს?
140.130.000.22.034.010.394
რას ნიშნავს შვებულების გადატანა ან უარყოფითად მოქმედება საქმიანობაზე გადაღლილი თანამშრომელი რისკი არარის? დასვენება ადამიანს ეკუთვნის რა მეორე წელს ორმაგად დაისვენებს?
რა იგულისხმება მძიმე სამუშაოდ? რეანიმაციასი მორიგეობა და ღამის თევა არ არის მძიმე?