„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016242
  • Word
0
04/11/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
000000000.00.00.016242
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების

შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.      50-ე მუხლის:

ა) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

11. თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

 

12. თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-121 პუნქტი:

„121. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“.

 

2. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია

1. მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს მიმართოს აღმასრულებელს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურება. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. მოთხოვნა წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად აღმასრულებლისათვის. მოთხოვნა აღმასრულებელს წარედგინება წერილობითი ფორმით და მას უნდა დაერთოს სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მოთხოვნას ასევე უნდა დაერთოს მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი ნივთის შესახებ, ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია). მოვალის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია თავად მოვალე. აღმასრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარი ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის.

2. წინმსწრებ სააუქციონო მომსახურებაზე წარდგენილი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს აღმასრულებლისთვის მისი წარდგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს აუქციონი დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად, აღმასრულებელი ვალდებულია აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ პირს ნაკლოვანების შესახებ, ნაკლოვანების ზუსტი მითითებით, და მოსთხოვოს მისი აღმოფხვრა სამი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოთხოვნა რჩება განუხილველი, რაც არ ართმევს უფლებას იმავე პირს ხელმეორედ წამოაყენოს იგივე მოთხოვნა სათანადო ვადების გათვალისწინებით. ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კანონით დადგენილი წესით მოვალისათვის წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღიდან, რაც ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასეთი ვადის დაწესების შესახებ აღმასრულებლის წერილობითი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აისახოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. მოვალეს უფლება აქვს ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადის განმავლობაში მოითხოვოს ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის არაუმეტეს ორი სამუშაო დღით გაგრძელება. ასეთი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

3. წინმსწრები აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარებისათვის ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით. ქონების საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მიერ მოთხოვნაში მითითებული ფასი. წინმსწრები აუქციონი ტარდება ერთჯერადად და მისი უშედეგოდ დასრულება არ გამოიწვევს მისი ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულების წარმოშობას.

4. წინმსწრებ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება ამ კანონით დადგენილი წესით. აუქციონში გამარჯვებულს წარმოეშობა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დღისათვის ამავე მოვალის მიმართ დაწყებულია და მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოებაც, აუქციონზე ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს ყველა ასეთი აღსასრულებელი მოთხოვნების, აღსრულების საფასურების, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურების ჯამზე ნაკლები.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით დადგენილი წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი თანხმობით.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესით აუქციონის ჩატარება დასაშვებია ერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მხოლოდ ერთხელ. ამ უფლების ყოველი შემდგომი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის თანხმობით.

8. ამ მუხლით განსაზღვრული წესით აუქციონის ჩატარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ მოვალემ სხვა სააღსრულებო წარმოებაში გაუშვა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა და ეს სააღსრულებო წარმოება არ არის დასრულებული.

9. კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული.“.

 

3. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს რამდენჯერმე მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის სხვა სახით შეცვლა, მათ შორის, სახის შეცვლამდე გამოყენებული აღსრულების სახის გამოყენება.“.

 

 4. 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69- მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.“.

 

 5. 771 მუხლის:

ა) პირველი-მე-21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

2. თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

21. თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“;

 

ბ) მე-21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-22 პუნქტი:

„22. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“.

 

6. XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი XIV

სეკვესტრი (იძულებითი მართვა)

 

 

მუხლი 78. სეკვესტრი

1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებითი მართვის მიზნით შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ, ხოლო თუ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნულ მმართველს ან თვით მესაკუთრეს.

2. იძულებითი მართვის მიზანია ვალდებულების შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში დაფარვა მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების გზით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, რითაც, მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან იქნება აცილებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

 3. იმ შემთხვევაში, როდესაც იძულებითი მართვის გზით მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში და მოვალის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის თანხმობის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება იძულებით მართვის გამოყენების შესახებ არაუმეტეს სამი თვის ვადით. აღნიშნული ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს ერთი თვის ვადით.“

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ საქმე კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია, მოვალე უფლებამოსილია კერძო აღმასრულებლისაგან მოითხოვოს იძულებითი მართვის გამოყენება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს იძულებითი მართვა კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე სააუქციონო მომსახურების განხორციელების სტადიაზე, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. კერძო აღმასრულებლის წარმოებაში მყოფ საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი მართვა ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. იძულებით მართვას არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალე თანახმაა, რომ ეს ქონება გამოყენებულ იქნეს იძულებით სამართავად, თუკი იძულებითი მართვის შედეგად შესაძლებელია ვალდებულების შესრულება.

6. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.

7. მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან აცნობონ სასამართლოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მართვის გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ - აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე.

8. ამ მუხლის მიხედვით სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.

9. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, როდესაც მოვალე ამის წინააღმდეგია, ან თუ ის არ უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომელიც აუცილებელია იძულებითი მართვის ნორმალურ პირობებში განსახორციელებლად.

10. იძულებითი მართვის გამოყენების შემთხვევაში იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებები ჩერდება იძულებითი მართვის პერიოდით. ამავე პერიოდში მოქმედებს ქონების მიმართ იძულებითი მართვის გამოყენებამდე დაწესებული შეზღუდვები.

11. იძულებითი მართვა შეწყდება და აღსრულება ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდება, თუ:

ა) იძულებითი მართვის შედეგად არ დაიფარა ვალდებულება და ამავდროულად არ არსებობს იძულებითი მართვის ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;

ბ) დაირღვა იძულებითი მართვის პირობები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია დარღვევის აღმოფხვრა მცირე დროში, იძულებითი მართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტამდე);

გ) იძულებითი მართვის პერიოდში გამოვლინდა სხვა გარემოება, რომელიც გამორიცხავს იძულებითი მართვის გამოყენებას სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით.

12. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ მართვის პროცესში რაიმე ფორმით იზღუდება მესამე პირის ინტერესები. ამ შემთხვევაში იძულებითი მართვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მესამე პირის წინასწარი თანხმობით. მესამე პირის ინტერესის შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე იძულებითი მართვა ექვემდებარება შეწყვეტას.

 

მუხლი 79. მმართველი

1. მმართველი ინიშნება იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღების მიერ. მმართველი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი ან გადაწყვეტილების მიმღების ახლო ნათესავი.

2. იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებმა, მის მიერ იძულებითი მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს უნდა მისცეს საჭირო მითითებები, დაადგინოს მმართველის კუთვნილი ანაზღაურება და თვალყური ადევნოს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია მმართველის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მმართველად ინიშნება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. მმართველის ფუნქციების განხორციელებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თუ მართვის განხორციელების პროცესში აუცილებელია სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი მართვის გზით მიღებული შემოსავლების ნაწილი გამოიყენოს მართვის პროცესში ამ პირის მონაწილეობის დასაფინანსებლად, ან მმართველად დანიშნოს ეს პირი.

4. მმართველად კრედიტორის დანიშვნისთვის საჭიროა მისი თანხმობა. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ კრედიტორს იძულებითი მართვის პროცესში უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ კრედიტორი არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ზედამხედველად შეიძლება დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 80. ხარჯები

ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა გადაიხადოს უშუალოდ შემოსავლებიდან.

 

მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა

მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებაზე, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.

 

 

მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში

1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს მმართველად უნდა დაინიშნოს მოვალე. მისი დანიშვნა მხოლოდ მაშინ არ შეიძლება, თუ მისგან მოსალოდნელი არ არის მმართველობის წესიერად წარმართვა.

2. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ზედამხედველად შეიძლება დაინიშნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“.

 

მუხლი 2 . ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

 

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

 

  საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

ანმარტებითი ბარათი

 

 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იძულებითი აუქციონის წესით ქონების რეალიზაციისას წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა, ასევე, კრედიტორისა და მოვალის ინტერესების დასაცავად, დამატებითი გარანტიის შემოღების სახით, ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ნაცვლად, ვალდებულების შესრულების ალტერნატიული გზების გათვალისწინება.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია იძულებითი აუქციონის ჩატარების წესისა და ქონების იძულებითი მართვის მექანიზმის დახვეწა, აგრეთვე კანონით ისეთი მექანიზმის არსებობის უზუნველყოფა, რომლითაც შესაძლებელი გახდება ვალდებულების შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში დაფარვა მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების გზით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, რითაც, მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან იქნება აცილებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. კანონპროექტის მიზანია აგრეთვე ზოგადი წესით ჩატარებული აუქციონის ფორმისაგან უძრავი ნივთის განსხვავებული ფორმით რეალიზაციის პირობების განსაზღვრა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონის მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, რომელიც ითვალისწინებს პირველი და განმეორებითი აუქციონების ჩატარებას, კანონპროექტის თანახმად, იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციისას შესაძლებელი გახდება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონის ჩატარება, რაც შეანელებს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასის ვარდნის პროცესს და შექმნის მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მიახლოვებული ღირებულებით რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას. ამ მიზნით, ცვლილებები ხორციელდება კანონის 50-ე, 75-ე და 771 მუხლებში.

კანონპროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის XIV თავი - იმ შემთხვევაში, თუ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია, შესაძლებელი ხდება ქონების იძულებითი მართვის მექანიზმის გამოყენება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. აქვე დეტალურადაა გაწერილი სეკვესტრის გამოყენების წესი და პირობები, ქონების მმართველის დანიშვნისა და მასზე ზედამხედველობის განხორციელების პროცედურა.

ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 53-ე მუხლიც, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი წესით ჩატარებული აუქციონის ფორმისაგან უძრავი ნივთის განსხვავებული ფორმით რეალიზაციის პირობებს: მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს მიმართოს აღმასრულებელს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურება. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს მოვალე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება ამავე კანონით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდება იძულებით აღსრულების პროცესი. ამავე მუხლში გაწერილია წინმსწრები აუქციონის ჩატარების წესი და პროცედურა.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს სანივთო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

 

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:        

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული

 რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს.

2. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხდება ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. თუ მოვალის ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე, რომლის იძულებითი წესით რეალიზაციასაც ითხოვს კრედიტორი, რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს/მოგირავნეებს გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს მას/მათ მოთხოვნების წარმოდგენის ვადას. შეტყობინების ჩაბარებისას მოგირავნეს/მოგირავნეებს ეცნობება/ეცნობებათ დადგენილ ვადაში მის/მათ მიერ თავისი/თავიანთი მოთხოვნების წარუდგენლობისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოგირავნეს/მოგირავნეებს დამატებით არ ეცნობება/ეცნობებათ სააღსრულებო მოქმედებების და გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული დრო.

4. სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას საგადასახადო ორგანოს არ უგზავნის, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა განისაზღვრება იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოთხოვნის დასაზუსტებლად მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

5. სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს/წარადგინონ თავისი/თავიანთი ფულადი სახით გამოხატული მოთხოვნები. მოგირავნე/მოგირავნეები პასუხისმგებელი არის/არიან წარდგენილი მოთხოვნების სისწორისთვის. მოგირავნეს/მოგირავნეებს ეკისრება/ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშობა მის/მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით.

6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება საფასური და აღსრულების ხარჯი; შემდეგ დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები მათი რიგითობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილი მოთხოვნების მიხედვით. ყოველი შემდგომი რიგის მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

7. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომელი რიგის მოგირავნედ არის იგი რეგისტრირებული.

8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.

9. შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე.

10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

11. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

12. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

13. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია

კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული.

 

მუხლი 63. აღსრულების სახეები

1. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).

2. კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე სახე.

3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის მეორით შეცვლა.

 

მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. (ამოღებულია – 17.06.2011, №4827).

2. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

3. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარ ებ ი ა რიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტ ებ ი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.

41. (ამოღებულია).

5. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

6. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.

7. (ამოღებულია – 17.06.2011, №4827).

8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი და განმეორებითი აუქციონებისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

81. თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.

9. (ამოღებულია – 28.10.2011, №5171).

 

მუხლი 771. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა

1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მ-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფ/ ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში , აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის ( თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ) ან ხელახალი აუქციონის ( თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი ) ჩატარებას .

2. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი , ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის / ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო / ავტონომიური რესპუბლიკის / ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით . თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში , ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

 21 . თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების ასლი ეგზავნება სახელმწიფო ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს და იმ ორგანოს, რომელიც მონაწილეობდა სააღსრულებო წარმოებაში.

4. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;

ბ) ქონების დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;

გ) ქონების მიმღების დასახელებას;

დ) ქონების ღირებულებას.

5. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას ამ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება.

7. უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები.

8. ქონების ნატურით მიღების შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკა/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

თავი XIV

სეკვესტრი (იძულებითი მართვა)

მუხლი 78. სეკვესტრი

1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებითი მართვის მიზნით შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს ან თვით მესაკუთრეს.

2. იძულებით მართვას არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონება.

3. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.

4. მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე.

5. ამ მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.

 

მუხლი 79. მმართველი

1. (ამოღებულია).

2. მმართველი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან რომელიმე მათგანის ახლო ნათესავი.

3. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს უნდა მისცეს საჭირო მითითებები, დაადგინოს მმართველის კუთვნილი ანაზღაურება და თვალყური ადევნოს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია მმართველის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

 

მუხლი 80. ხარჯები

ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა გადაიხადოს უშუალოდ შემოსავლებიდან.

 

მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა

მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებაზე, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.

 

მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში

1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს სასამართლომ მმართველად უნდა დანიშნოს მოვალე. მისი დანიშვნა მხოლოდ მაშინ არ შეიძლება, თუ მისგან მოსალოდნელი არ არის მმართველობის წესიერად წარმართვა.

2. სასამართლო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს.

3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.