დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 291 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016563 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დანართი №II-09 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსება 1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მისი წარდგენა სავალდებულოა იმ გადასახადის გადამხდელთათვის, რომელთა საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი ან/და ხარჯები 5 მლნ და მეტ ლარს შეადგენს. ტოტალიზატორის მომწყობი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ მე-16 და მე-40 სტრიქონები. 2. დეკლარაციის სტრიქონებში მონაცემები შეიტანება მათი დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგან განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში (მათ შორის დეკლარაციის დანართებში) გააკეთოს სათანადო შენიშვნა. დეკლარაციის III ნაწილისა და დანართების შეუვსებელ სტრიქონებში იწერება 0. 3. დეკლარაციის III ნაწილში მონაცემები ისე უნდა იქნეს შეტანილი, რომ შემოსავლის ან ხარჯის არცერთი ელემენტი შედეგობრივად არ იქნეს გამოტოვებული, ან ორჯერ ჩართული. 4. დეკლარაციის ნაწილი III-ის, დეკლარაციის დანართ „ა“-ს, დეკლარაციის დანართ „ბ“-ს, დეკლარაციის დანართ „დ“-ს და დეკლარაციის დანართ „ი“-ს შესავსებად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნები განისაზღვრება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის N132 დადგენილებით. 5. დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. 6. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის N1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობას, მე-7 სტრიქონში მიეთითება იმ საქმიანობის სახეები „NACE“-ს კოდების მიხედვით, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს ერთობლივი შემოსავლის 10%-სა და მეტს. ამ შემთხვევაში საქმიანობის სახეების მიხედვით ჩაშლილი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი ჯამში შესაძლებელია 100%-ის ტოლი არ იყოს. მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი. 7. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებითი დანართები, მათ შორის ახსნა-განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 8. დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე-15-მე-16 სტრიქონები – მიეთითება ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, მე-15 სტრიქონში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (მათ შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი საწარმო გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-15 სტრიქონში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები. მე-16 სტრიქონში შეიტანება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით; ბ) მე-17 -მე-18 სტრიქონებში - მე-17 სტრიქონში შეიტანება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის, მათ შორის, საანგარიშო წელში კაპიტალიზებული (გადმოიტანება წინა წლის ბოლოს არსებული ფასეულობების ღირებულება უცვლელად), ხოლო მე-18 სტრიქონში – საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ღირებულება (მათ შორის, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული); გ) მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი), მათ შორის: გ.ა) მე-20 სტრიქონში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა; გ.ბ) 21-ე სტრიქონში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ღირებულება; გ.გ) 22-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით ფაქტობრივად გაწეული ხარჯი, ანუ ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (საანგარიშო პერიოდში გაცემული ის ხელფასი, რომლის დარიცხვაც მოხდენილია 2011 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში); გ.დ) 23-ე სტრიქონში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი), მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა; გ.ე) 24-ე სტრიქონში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით; გ.ვ) 25-ე სტრიქონში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად; გ.ზ) 26-ე სტრიქონში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა საანგარიშო პერიოდში და სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აგრეთვე, 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური აქტივების ღირებულება, რომელზეც შესაბამისი ხარჯი გაწეულ იქნა საანგარიშო პერიოდში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი); გ.თ) 27-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება საწარმოს კაპიტალში შეტანილ ძირითად საშუალებებზე, აგრეთვე არაამორტიზებად აქტივებზე; გ.ი) 28-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის (სრულად გამოქვითვის) ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება; გ.კ) 29- ე სტრიქონში შესატანი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით: გ.კ.ა) განისაზღვრება ყველა სხვა ხარჯი (გარდა, მე-20-28-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.1-15); გ.კ.ბ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.16); გ.კ.გ) განისაზღვრება თანხა, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია „გ.კ.ა“ ქვეპუნქტში და დეკლარაციის მე-20-28-ე სტრიქონებში (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.18), მათ შორის: - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი; - საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; - შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი); - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე; - ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით ; - სხვა დანახარჯები, რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს; გ.კ.დ) „გ.კ.ა“ და „გ.კ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი მცირდება „გ.კ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით, სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 29-ე სტრიქონში . შენიშვნა: შესაძლებელია 29-ე სტრიქონის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, მე-19 სტრიქონის მნიშვნელობაც, იყოს უარყოფითი სიდიდე; დ) 30-ე სტრიქონში – მე-17 და მე-19 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ე) 31-ე სტრიქონში – მე-15 და მე-18 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ვ) 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა დადებითი სხვაობა); ზ) 33-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის გამოქვითვების გადამეტება შემოსავალზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა უარყოფით სხვაობა (ზარალი)); თ) 34-ე სტრიქონში – საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე, გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე სტრიქონში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს; ი) 35-ე სტრიქონში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 (შესაბამის შემთხვევაში 10) საგადასახადო წლის ზარალისა. ამ სტრიქონში აისახება აგრეთვე, ამხანაგობაში წილის მიხედვით მიღებული წინა წლების ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გამოიქვითება ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების ხარჯზე. შესაბამისად, გამოსაქვითი ზარალის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამხანაგობიდან კუთვნილი მოგების ოდენობას, რომელიც ასახულია ამავე დეკლარაციის მე-15 სტრიქონში. კ) 36-ე სტრიქონში – დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (სტრიქონი 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (სტრიქონი 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (სტრიქონი 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 34-ე სტრიქონის მონაცემი). გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოსაქვითი ზარალი განსაზღვროს იმ (შემცირებული) ოდენობით, რომელიც საშუალებას მისცემს მას ჩაითვალოს 38-ე-39-ე სტრიქონებში ასახული გადასახადის თანხები. ლ) 37-ე სტრიქონში – მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება 36-ე სტრიქონში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე; მ) 38 -ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი – 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ – „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ნ) 39-ე სტრიქონში – საქართველოს ფარგლებს გარეთ (უცხოეთში) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით. გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით; ო) მე-40 სტრიქონში – კუთვნილი მოგების გადასახადი: მე-16 სტრიქონში ასახული თანხის 5%-ს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი) მიმატებული დადებითი სხვაობა, რომელიც მიიღება 37-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 38-ე-39-ე სტრიქონების ჯამი (სტრიქონი 16 X 5% + (სტრიქონი 37 - სტრიქონი 38 - სტრიქონი 39)). ამასთან, უარყოფითი სხვაობის (37-ე სტრიქონს გამოკლებული 38-ე-39-ე სტრიქონების ჯამი) შემთხვევაში მე-40 სტრიქონში ჩაიწერება მხოლოდ მე-16 სტრიქონის 5%. პ) 41-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი საწარმოს მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე სტრიქონებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე სტრიქონში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე სტრიქონში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას; ჟ) 42-ე - 46-ე სტრიქონები საინფორმაციოა, ამასთან, 45-ე სტრიქონში კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 123-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და წარმოადგენს საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას გამოკლებული ამ საწარმოს მიმართ დამფუძნებელთა ვალდებულებები, რომლებიც საწარმოს აქტივია; 9. დეკლარაციის დანართი „ა“ („ერთობლივი შემოსავალი“): ა) 1-13 სტრიქონების ჯამი (სვეტი 5) ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-15 სტრიქონისა ბ) 2.1 სტრიქონში შეიტანება ნამეტი თანხა, რომელიც წარმოიშვება საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხასა, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – მათ საბაზრო ღირებულებასა და ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შორის წლის ბოლოსათვის. აღნიშნული სტრიქონის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „ე“ დანართის მე-9 სტრიქონი, აგრეთვე, დეკლარაციის „ვ“ დანართში მოცემული შესაბამისი აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი: გ) 2.2 სტრიქონში შეიტანება იმ ძირითადი საშუალებების მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელთა ღირებულება სრულად იქნა გამოქვითული მათი ექსპლუატაციაში მიღებისას; დ) 3.5 სტრიქონში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებული მოცულობის მიხედვით - საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან; ე) მე-7 სტრიქონში შეიტანება პირის მიერ დივიდენდების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი) მიერ მიღებული დივიდენდებისა. მე-7 სტრიქონში ასევე არ შეიტანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ვ) მე-9 სტრიქონში შეიტანება ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება, რომელიც ამხანაგობამ მიიღო ამავე წელს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ზ) მე-10 სტრიქონში ჩაიწერება ადრე გამოქვითული ხარჯების, ზარალისა და უიმედო ვალების ანაზღაურებით მიღებული თანხა, აგრეთვე, წინასწარ გამოქვითული რეზერვების შემცირებისას - შემცირებული თანხა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლი). 10. „დეკლარაციის დანართ „ბ“-ში („სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“) აისახება საწარმოში ნებისმიერი სახით მიღებული და ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიუხედავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა. ამასთან: ა) პირველ სტრიქონში ჩაიწერება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის, მიუხედავად მათი გამოყენების მიზნობრიობისა (გადმოიტანება წინა წლის ბოლოს არსებული ფასეულობების ღირებულება). პირველ სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-17 სტრიქონისა; ბ) მე-2 სტრიქონში ჩაიწერება საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა. მე-2 სტრიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-20 სტრიქონისა; გ) მე-3 სტრიქონში „საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“ ჩაიწერება საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. მე-3 სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-18 სტრიქონისა; ცნობისათვის, იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელთა გამოქვითვა შეზღუდულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, აისახება დეკლარაციის „თ“ დანართის მე-18 სტრიქონში (აღნიშნული თანხით მცირდება „სხვა გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან“); დ) მე-4-მე-9 სტრიქონები არის საინფორმაციო ხასიათის; 11. დეკლარაციის დანართი „გ“ („ოპერაციები რომლებიც არ განიხილება მიწოდებად ან/და არ ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში“) არის საინფორმაციო ხასიათის; 12 დეკლარაციის დანართ „დ“-ში („კრედიტზე (სესხზე) დარიცხული პროცენტების დანახარჯები (ეროვნულ ვალუტაში)“) აისახება საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის კრედიტის (სესხის) ოდენობა ეროვნულ ვალუტაში. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული, დაფარული კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა, რომლის გამოქვითვის უფლება აქვს საწარმოს (სვეტი. 6) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შეზღუდვების გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი). გამოსაქვით პროცენტზე არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა. ამასთან: ა) საწარმოს მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი (კრედიტი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადაიანგარიშება ლარებში. ბ) მე-6 სვეტის ჯამი ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 23-ე სტრიქონისა; 13. „დეკლარაციის დანართ „ე“-ში განისაზღვრება ამორტიზაციის ანარიცხები და გამოქვითვები საწარმოს საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, გარდა დეკლარაციის „ვ“ და „ზ“ დანართებში მოცემული აქტივებისა, ამასთან: ა) მე-8 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში; ბ) მე-9 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს დეკლარაციის დანართ „ა“-ს 2.1 სტრიქონის ფორმირებაში, ხოლო მე-10 სტრიქონის ჯამი მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „თ“ დანართის მე-10 სტრიქონის ფორმირებაში; 14. დეკლარაციის დანართი „ვ“-ს („საამორტიზაციო ანარიცხები სხვა აქტივების მიხედვით“): ა) პირველ სტრიქონში აისახება ცალ-ცალკე ჯგუფად აღრიცხული შენობა-ნაგებობების მიხედვით (გარდა ლიზინგის საგნისა) 5%-ის ოდენობით განსაზღვრული ამორტიზაციის ანარიცხების ჯამური თანხა; ბ) მე-2 სტრიქონში - არამატერიალური აქტივების საამორტიზაციო ანარიცხები, განისაზღვრება მათი სასარგებლო გამოყენების ვადის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი). გ) მე-3 სტრიქონში აისახება იმ არამატერიალური აქტივების სამორტიზაციო ანარიცხები, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი); დ) მე-4 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 ნაწილი); ე) მე-5 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების მიხედვით, რომლის საამორტიზაციო ანარიცხები გამოითვლება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილი); ვ) მე-6 სტრიქონში - ამორტიზაციის ანარიცხები გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მომსახურების ხარჯების მიხედვით განისაზღვრება 20 პროცენტის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილი); ზ) მე-7 სტრიქონში - ამორტიზაციის ანარიცხები იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების მიხედვით, განისაზღვრება 15%-ის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 115-ე მუხლის მე-4 ნაწილი); თ) მე-3 სვეტის ჯამი მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში; 15. დეკლარაციის დანართი „ზ“-ს („სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება“) მე-4 სტრიქონის ჯამი (სვეტი 5) ტოლია დეკლარაციის III ნაწილის 27-ე სტრიქონისა; 16. დეკლარაციის დანართ „თ“-ს („სხვა გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან“): ა) მე-17 სტრიქონზე შეიტანება ყველა სხვა ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მ.შ. წინა საანგარიშო პერიოდების დანახარჯების ჩათვლით, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (პირველი-მე-16 სტრიქონების ჯამი). ბ) მე-18 სტრიქონზე აისახება ის თანხები, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-20–28-ე სტრიქონებში, მათ შორის: ბ.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი; ბ.ბ) საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; ბ.გ) შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი); ბ.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე; ბ.ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით შესამცირებელი ხარჯი; ბ.ვ) სხვა დანახარჯები, რომელიც ამცირებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს; გ) მე-19 სტრიქონი განისაზღვრება მე-17 და მე-18 სტრიქონებს შორის სხვაობის ოდენობით, რომელიც ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 29-ე სტრიქონისა. ამასთან, შესაძლებელია მე-19 სტრიქონის მნიშვნელობა იყოს უარყოფითი სიდიდე; 17. დეკლარაციის დანართ „ი“-ში აისახება საწარმოს დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანება. 18. დეკლარაციის დანართ „კ“-ში და დეკლარაციის დანართ „ლ“-ში შეიტანება მონაცემები საწარმოს საბალანსო მონაცემებიდან (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) გამომდინარე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები