კომენტარები

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/05
ბოლო შემოს: 2024/12/30 12:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2-ის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის” მე-8 მუხლი მცდარია და საჭიროებს გადახედვას. ზოგადად, პირადი საქმე (მათ შორის, მოსწავლის) არ წარმოადგენს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ არქივს სახელმწიფო შენახვისთვის არ გადაეცემა. მოსწავლის პირადი საქმე, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება დადგენილი წესით.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორც თქვენთვის ცნობილია, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. ზემოხსენებული კანონის არცერთ მუხლში არ არის მითითებული თუ ვინ შედის აღმასრულებელ ორგანოს შემადგენლობაში.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლში არ არის მითითებული აღნიშნული კოდექსის 196 2-ე, 196 3- ე, 196 4-ე, 196 5-ე, 196 6-ე, 197 1-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე თუ, რომელი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს სამართალდარღვევის ოქმს.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ელექტრონული ზედნადების ფორმა არ იძლევა ტვირთის მესაკუთრის გამოუცვლელად ორ სხვადასხვა პირს შორის ტრანსპორტირების განხორციელების საშუალებას

davit_papa (davit )
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/02
ბოლო შემოს: 2014/03/21 12:27:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ბერდია, ამავე კანონის მე-19-ე მუხლის შესაბამისად 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.2. საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია).ხოლო მე 15-ე მუხლში დამატებით განსაზღვრულია, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

lomadze.akademia's picture
lomadze.akademia (თამილა ლომაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/05/06
ბოლო შემოს: 2024/09/25 10:29:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლს ამინისტია შეეხება?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო დავით, ეს ყველაფერი გასაგებია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია გააჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგალითად: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ხოლო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
ზემოხსენებული და სხვა ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს გააჩნია გარკვეულ წილად აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია. ე.ი დასაკონრეტებელია კანონში თუ ვინ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაში.
ამასთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადებული „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტში დაკონკრეტებულია თუ ვინ შედის იმდროინდელი გამგეობის მთავრობის (ეხლანდელი მერია), შემადგენლობაში, კერძოდ: იხილეთ მე–4 პუნქტი „4.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგება არა უმეტეს 15 წევრისაგან. ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელები.“

ejobava's picture
ejobava (edisher jobava)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/11
ბოლო შემოს: 2014/08/15 16:20:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მიზანშეწონილია, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის N286 ბრძანებულების XXVII თავში („რაიონის აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობები“) შეტანილ იქნეს ცვლილებები და შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს (შესაბამისად, ამ ბრძანებულებით არ არის გათვალისწინებული საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები, რასაც ასევე შეუსაბამობაში მოვყავართ „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად უმცროსი საჯარო თანამდებობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისას). ასევე ამოსაღებია XXVII თავი, ვინაიდან, სოფლის თემს, დაბას და ქალაქს ამჟამინდელი კანონმდებლობით აღმასრულებელი ორგანოები არ გააჩნიათ

davit_papa (davit )
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/02
ბოლო შემოს: 2014/03/21 12:27:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ბერდია, ორგანული კანონის 33-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად:საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.გამომდინარე აღნიშნულიდან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქონების მართვის საკითხებთან დაკავშირებით ამავე კანონის 33 მუხლისა და საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ მე-19 მულის შესაბამისი პუნქტების მიხედვით აღსულებისა ან/ და შერულებს ღონისძიებები უნდა გაატაროს შესაბამისმა გამგეობამ (მერია), აქ ყველაფერი გასაგებია. ისე ზოგადად ეს ორივე კანინი საჭიროებს დახვეწას.

davit_papa (davit )
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/02
ბოლო შემოს: 2014/03/21 12:27:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქვე საინტერესოა ორაგანული კანონის 47-ე მუხლი რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიწისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. ფაქტიურად ამავე მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულს მიწაზე (სასოფლო სამეურნეო) საკუთრების უფლება ფაქტიურად არ გააჩნია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამგეობის სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და შეცდომა გასასწორებელია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამგეობის სამსახურის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და შეცდომა გასასწორებელია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც საკრებულოს აპარატის უფროსის, შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და შეცდომა გასასწორებელია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამგეობის სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და შეცდომა გასასწორებელია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამგეობის სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და გასასწორებელია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამგეობის სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და გასასწორებელია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში 2012 წლის 19 ოქტომბრის N961 ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამგეობის სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრა 1000 ლარით, ამდენად, საკრებულოს ზემოხსენებულ დადგენილებაში შესატანია ცვლილება და შეცდომა გასასწორებელია.

tioseliani's picture
tioseliani (თამარ იოსელიანი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/15
ბოლო შემოს: 2023/08/14 15:43:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შეუძლებელია საზღვაო ან საჰაერო ხომალდის მეთაურს ჰქონდეს ელექტრონულ ბაზასთან წვდომა

168 (irine zurabiani)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/08
ბოლო შემოს: 2014/01/15 15:50:10
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 136. ქვეპუნქტი 4. რად ფასობს ეს ჩანაწერი და რა გააკეთა ამ ჩანაწერმა?

168 (irine zurabiani)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/08
ბოლო შემოს: 2014/01/15 15:50:10
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიურ საქმიანობას შორის რა განსხვავებაა?

I.katsadze's picture
I.katsadze (Irakli Katsadze)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/05
ბოლო შემოს: 2015/02/17 11:49:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უნდა იყოს - „უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში ლარში“, რადგანაც ლარი არის საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო ფულადი საშუალება

iamze555's picture
iamze555 (iamze)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/01
ბოლო შემოს: 2015/03/03 14:51:50
კონტაქტი - ყველა კომენტარი

araviTari orive ganixileba ekonomikur saqmianobad hemi azria

elizbarashvili's picture
elizbarashvili (jaba)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/21
ბოლო შემოს: 2024/11/13 13:22:17
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რას ნიშნავს 58-15 პრიმა პუნქტში ჩაწერილის ფრაზა: "ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით"? ეს მყიდველის მიერ ნავთობრუდუქტის სამომავლოდ გაყიდვას გულისხმობს?

boxua's picture
boxua (kaxa)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2011/01/03
ბოლო შემოს: 2021/11/09 23:13:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჟოათ,2010 წლის 23 თებერვალის ცვლილეით (#2641-Iს), საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-7 მუხლის საფუძველზედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია 414-ე მუხლის მე-7 ნაწილი, აღნუშნულიდან გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითება ხარვეზია თუ თქნიკური შეცდომა?

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2024/12/26 13:47:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

134 მუხლის პუნქტი 5. უკავშირდება იმ მთავრობის დადგენილებას, რომელიც არის შექმნილი ძველი საგადასახადო კოდექსის 23 მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის (მთავრობის დადგენილება #54 23.02.2010), და მისი ფუნქცია მხოლოდ კომპანიების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა არის. 134 მუხლის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური კომენტარიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ 134 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის მთავრობას ჯერ არ განუსაზღვრავს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალი. თუ ეს ესეა, მაშინ ლინკი არასწორია, გთხოვთ გაითვალისწინოთ. პატივისცემით აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისი"

nodarini (ნოდარი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/03/22
ბოლო შემოს: 2012/11/27 19:12:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დადგენილება მთლიანად, და განსაკუთრებით აღნიშნული პუნქტი დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ: (1) "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-9-ე პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად "კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი". ამავე კანონის 16-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის თანახმად კანონქვემდებარე აქტის "პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი". (2) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის შესაბამისად კი, "თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას." მოცემულ შემთხვევაში, დადგენილების პრეამბულაში მითითებული ნორმებიდან არცერთი - არც "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლი (რომელიც ეხება ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის წესს, განსაზღვრავს პროცედურას და არა საფუძველს), და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლი (რომელიც ეხება ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილობას, ამის მითითება საერთოდ საანეკდოტო ამბავია:)) არ განსაზღვრავს ამ დადგენილების მიღების "საფუძველს", და მითუმეტეს, არ არის განსაზღვრული უკუძალის მინიჭების საფუძველი. გარდა ამისა, დადგენილებაში ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ონის საკრებულომ ამ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას (სარგოების ოდენობის განსაზღვრისას და უკუძალის მინიჭებისას) რა ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, რაზე იმსჯელა, რატომ გაზარდა სარგოები, და რაც მთავარია, რატომ მიანიჭა ამ დადგენილებას უკუძალა!

nodarini (ნოდარი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/03/22
ბოლო შემოს: 2012/11/27 19:12:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის შესაბამისად, "თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას." დადგენილებაში ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ხობის საკრებულომ ამ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას (სარგოების ოდენობის განსაზღვრისას და უკუძალის მინიჭებისას) რა ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, რაზე იმსჯელა, რატომ გაზარდა სარგოები, და რაც მთავარია, რატომ მიანიჭა ამ დადგენილებას უკუძალა!

nika's picture
nika (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/03
ბოლო შემოს: 2021/08/25 17:24:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უნდა იყოს 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომელიც ემატება სისხლის სამართლის კოდექსს ახალი ცვლილებებით. სპეციალურად უკუძალის ჩანაწერის გარეშე არ ექნება უკუძალა კანონს?! ვერ ვხვდები რა საჭიროა სპეციალური ნირმა, ან განაჩენის გადასინჯვის დროით შემოფარგვლა

jemal kedelidze (jemal kedelidze)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/30
ბოლო შემოს: 2012/12/01 13:27:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

:-* :-* :-*

jemal kedelidze (jemal kedelidze)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/30
ბოლო შემოს: 2012/12/01 13:27:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საბოლოო რედაქციის გასაცნობად როგორ უნდა ავირჩიოთ შესაბამისი კოდიფიცირებული ვერსია? გმადლობთ.

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2024/12/26 13:47:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ფაქტობრივი გარემოება (მაგალითი №2 ) :

პირმა 2012 წელს შეიძინა 3 კომპიუტერი 1800 (თითო 600) ლარად, მათგან მხოლოდ ერთი გამოიყენა 2012 წელს. დანარჩენი 4 კომპიუტერი გაუხსნელ მდგომარეობაში ინახება საწყობში.

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2024/12/26 13:47:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაგალითში აშკარად შეცდომაა, თუ 3 იყიდა და 1 გამოიყენა, 2 კომპიუტერი უნდა ინახებოდეს გაუხსნელ მდგომარეობაში, გთხოვთ ჩაასწოროთ. პატივისცემით აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/05
ბოლო შემოს: 2015/02/19 17:17:39
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რა განსხვავებაა არაერთგზის განხორციელებულ გამოძალვასა და რეკეტს შორის?

nika's picture
nika (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/03
ბოლო შემოს: 2021/08/25 17:24:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რეკეტი არის გამოძალვის მაკვალიფიცირებელი გარემოება (არაერთგზისობის მსგავასდ), თუმცა გარდა იმისა, რომ არაერთგზის უნდა იყოს ჩადენილი ასეთი გამოძალვა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სსკ-ს 17 პრიმა მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან განსხავავებით არაერთგზისი დანაშაულისა, აუცილებელი არ არის პირი იყოს ნასამართლევი, მთავარია უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ორჯერ მაინც ქონდეს ჩადენილი რეკეტი. რეკეტირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სსკ-ს 181-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 224 პრიმა მუხლებით.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უპირველეს ყოვლისა მივესალმები კანონპროექტის ავტორის (ავტორები) წინადადებას იმის შესახებ, რომ თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ეს ნამდვილად ჰუმანური აქტია.
ამასთანავე, გამაჩნია გარკვეული მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები, ხოლო თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის პროექტს თუ გავაანალიზებთ, პროკურორზე და მოსამართლეზეა დამოკიდებული სასჯელის შეკრების ან არ შეკრების საკითხი, ამდენად, მოსამართლეების მიერ ერთი და იგივე სახის საქმეებზე მიღებულ იქნება სხვადასხვა სახის გადაწყვეტილება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის,რომ დაცულ იქნას მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი, ერთი და იგივე სახის საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ერთნაირი გადაწყვეტილება, მიზანშეწონილად მიმაჩნია, სასჯელის შეკრება (ნაწილობრივ ან მთლიანად) გავრცელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებზე.
გისურვებთ წარმატებებს ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეებში.
პატივისცემით,

ბ.ბუსქანძე.

leqso1302 (ალექსანდრე ინანასჰვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2012/12/12
ბოლო შემოს: 2012/12/13 08:03:25
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაინტერესებს არის თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" ცვლილება

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ.ე" ქვეპუნქტი სრულად ეტევა "გ.ა"-ს დებულებაში და მისი ცალკე გამოყოფის საჭიროება არ არსებობს.

GWSltd (შოთა მეტრეველი)
სხვა
რეგ. თარ: 2012/08/01
ბოლო შემოს: 2014/03/06 13:04:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ერთადერთი მუხლი ჭანტურიას კომენტარებს რომ აკლია :)

nucirezi (nino)
სხვა
რეგ. თარ: 2012/09/18
ბოლო შემოს: 2014/09/17 21:38:22
კონტაქტი - ყველა კომენტარი

maiteresesbs 5% dabegvrit vis Seudzlia rom dadges da xarjebshi ra ar unda gamoqvitos?

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ:
ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა.
ხარჯებში გამოიქვითება ყველა ის აუცილებელი ხარჯი, რაზეც გაგვაჩნია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა(ან ასხვა ჩასათვლელი დიკუმენტები)