ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.158.016098
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
22/10/2012
ვებგვერდი, 24/10/2012
010320010.35.158.016098
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/10/2012 - 26/10/2012)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2012 წლის 22 ოქტომბერი

ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.  განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1900 ლარი;

გ) საკრებულოს კომისიის თვმჯდომარე –1050 ლარი;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1050 ლარი;

ე) საკრებულოს აპარატის უფროსი – 1290 ლარი;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 790 ლარი;

ზ) მთავარი სპეციალისტი–560 ლარი;

თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი;

2. განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:

ა) გამგებელი – 2650 ლარი;

ბ) გამგებლის მოადგილე – 1500 ლარი;

გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1290 ლარი;

დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 810 ლარი;

ე) გამგებლის თანაშემწე – 790 ლარი;

ვ.) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული – 1290 ლარი;

ზ) მთავარი სპეციალისტი – 560 ლარი;

თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი;

ი) უფროსი სპეციალისტი – 470 ლარი;

კ) სპეციალისტი – 400 ლარი.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №9 დადგენილება.
მუხლი 3
 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ნოემბრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.