საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 12/11/2012
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016188
0
12/11/2012
ვებგვერდი, 12/11/2012
000000000.00.00.016188
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, ამ კოდექსის 59-ე მუხლ თ გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტი ვადით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს

1. დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.

2. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

3. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოც წელს.

4. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ წელს.

5. ამ მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

6. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამასთან, საბოლოო სასჯელი უნდა იყოს უფრო მეტი როგორც ახლად ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე, ისე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე.

7. განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდათხუთმეტ წელს.

8. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა ან ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით სასჯელის მოცემული სახისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას ან ზომას.

9. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას ან ზომას.“.

3. 414-ე მუხლს დაემატოს მე-8 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კოდექსის 59-ე მუხლის 2013 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა /განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელი დაენიშნა ამ კოდექსის 59-ე მუხლის 2013 წლის იანვრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ . სააკაშვილი