დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | პროექტის ავტორი |
მიღების თარიღი | 12/11/2012 |
დოკუმენტის ტიპი | ნორმატიული აქტების პროექტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016187 |
პროექტი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს 332 1 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-7 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2. ამ კოდექსის 311-ე მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა შესაძლებელია 2013 წლის 1 აპრილამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები