დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1058 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 19/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.140.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/12/2005 - 19/05/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1058
2005 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ
1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1);
ბ) საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელ პირადობის მოწმობებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2006 წლის 1 მაისამდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1

დანართი №2
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის
წ ე ს ი
1. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობების დამზადების საკითხს წყვეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები.
3. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები