ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110729023, 29/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 120140000.08.002.016288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
416
28/07/2011
ვებგვერდი, 110729023, 29/07/2011
120140000.08.002.016288
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/07/2011 - 16/09/2011)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №416

2011 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1);

ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 1

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები

veteranis mowmoba.jpg

 

 

 


დანართი 2

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით იქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.

5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.