„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 22/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 14/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 120.140.000.08.002.003
  • Word
323
19/05/2006
სსმ, 69, 22/05/2006
120.140.000.08.002.003
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №323

2006 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში (სსმ III, №146, 2005 წ., მუხ. 1628) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელ დოკუმენტებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2006 წლის 1 აგვისტომდე.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით იქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

22. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელი მოწმობების დროული დამზადება-გაცემა და ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

მ. სააკაშვილი