დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 128, 13/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.140.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №517
2007 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში (სსმ III, №146, 2005 წ., მუხ. 1628) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესის (დანართი 2) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები