„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ”

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 13/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
321
07/05/2005
სსმ, 56, 13/05/2005
010.340.000.08.002.003
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/05/2005 - 15/07/2008)

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №321

2005 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და დანართები (დანართი №1, №2 და №3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი

    მუხლი 1

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები.

    მუხლი 2

1. გადაწყვეტილებას ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ორდენებითა და მედლებით შეიძლება დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობა, იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომლისთვისაც ხდება დაჯილდოება, აგრეთვე დაჯილდოებისა და ჯილდოების ტარების სპეციალური წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 4

1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.

2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენებითა და მედლებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.

    მუხლი 5

საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების უფროსის, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ქ. თბილისის მერის, აგრეთვე სახელმწიფო ქონებაზე დაფუძნებული იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარდგინებით, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.

    მუხლი 6

1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შუამდგომლობას აღძრავს ის დაწესებულება, რომელშიც მუშაობს დასაჯილდოებელი პირი ან ის ორგანო, რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეც ცხოვრობს იგი. შუამდგომლობა უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების შესახებ აღიძვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2. შუამდგომლობის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ივსება თანდართული ნიმუშის (დანართი №1) დაჯილდოების ფურცელი და ორ კვირაში ეგზავნება წარდგენის უფლების მქონე (ამ ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ) შესაბამის ორგანოს, რომელიც შუამდგომლობაზე თანხმობის შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს იმავე ვადაში წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბა-მისი სამსახურის მეშვეობით.

3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური წარმოდგენილ მასალებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველ კომისიას (შემდგომში _ კომისია).

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინე-ბული, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის განხილვის გარეშე ან/და ამ ბრძანებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

    მუხლი 7

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ქვეყნდება პრესაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 8

1. დაჯილდოებულ პირს ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი ან სხვა ოფიციალური პირი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ დაჯილდოების ცერემონიისათვის ჯილდოს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ ივსება თანდართული ნიმუშის (დანართი №2) სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დაჯილდოებული პირისათვის ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი და ერთ თვეში ბარდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს.

    მუხლი 9

სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებულ პირებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ატარონ ჯილდოები ან მათი აღმნიშვნელი ნიშნები.

    მუხლი 10

1. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით მისი ჯილდო და შესაბამისი დოკუმენტი შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.

2. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.

    მუხლი 11

საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება.

    მუხლი 12

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.

    მუხლი 13

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მსგავსი სამკერდე ნიშნების დაწესება, დამზადება და სახელმწიფო ჯილდოების ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ჯილდოების სხვა სახის შეურაცხყოფა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 დანართი №1

დაჯილდოების ფურცელი

1. გვარი, სახელი, მამის სახელი _________________________________________________

______________________________________________________________________________

2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა_______________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი_____________________________________

4. მოქალაქეობა  _______________________________________________________________

 

5. განათლება

6. რომელი ორდენით და მედლით იყო დაჯილდოებული და როდის

 


______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

7. ბინის მისამართი____________________________________________________________

______________________________________________________________________________

ტელეფონი ბინის    __________________________   სამსახურის______________________

8. რომელ ჯილდოზეა წარდგენილი______________________________________________

ის კონკრეტული დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია ჯილდოზე

 

 


______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

 

 

 


______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

 


______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციის

კადრების სამსახური

ბ.ა.         ___________________________________________________________________

    

სახელმწიფო დაწესებულების,

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

 


                                                                                „              “                                            200 წ.

                                                                     

დანართი №2

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო

ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების

სამსახური

დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ

განკ. №

თარიღი

ჯილდოს

დასახელება

დაჯილდოებულის სახელი, გვარი

ვის მიერ არის წარმოდგენილი

ვის გადაეცა

(ორგანიზაცია, გვარი,

სახელი,თანამდებობა,

ტელეფონის №)

გადაცემის

თარიღი

მიმღების

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

სახელმწიფო ჯილდოების (ორდენებისა და მედლების) გადაცემის

ო ქ მ ი

----------------------------                                                                          „--------“ -------------- 200 წ.

გადაცემის ადგილი                                                                                       გადაცემის თარიღი

მე, _______________________________________________________________________________

(თანამდებობა)

___________________________________________________________________________________________

                                                                           (გადამცემი პირის სახელი და გვარი)

     საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადავეცი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს

 პრეზიდენტის 200 წლის „ -----------“ -------------------------------

№ -------------------------- განკარგულებით დაჯილდოებულს

___________________________________________________________________________________________

 

(განკარგულების ტექსტი)

___________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________

                                                                            (ჯილდოს დასახელება)

 

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

 

 

 

 

 

 

 

 

ბ.ი.                                                                           ჯილდოს გადამცემი პირის

                                                                                        ხელმოწერა