დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 958 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016669 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის: |
ა)
მე-6 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. 1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანო დაჯილდოებულ პირზე ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას: ა) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით; გ) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს; დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში). 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს.“. |
2.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე წარდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაგზავნა განხორციელდეს ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად. |
3.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 18 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები