დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის N321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016980 |
|
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ, 13/05/2005, მუხ. 610) შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
1.
ბრძანებულებით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს მთავარი პროკურორის, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, ქ. თბილისის მერის წარდგინებით.“; |
ბ)
მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თაობაზე, ის დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს ან ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, შუამდგომლობით მიმართავს წარდგინების უფლებამოსილების მქონე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს. უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების თაობაზე წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით პირის დაჯილდოების თაობაზე, სადაც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ჯილდოს გადამცემი პირის ვინაობა. წარდგინებას უნდა ერთოდეს შევსებული დაჯილდოების ფურცელი (დანართი N1). 3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ მასალას და მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებასა და სამართლებრივი აქტის პროექტს.“; |
გ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. 1. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსა და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისივე რეზოლუციის საფუძველზე, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებული პირის ოჯახს. 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ დაჯილდოების ცერემონიისათვის ჯილდოს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ ივსება სააღრიცხვო ბარათი (დანართი №2). იმ შემთხვევაში, თუ ჯილდოს გადაცემა არ ხორციელდება უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დაჯილდოებული პირისათვის ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი. დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში ჯილდოს გადაცემის ოქმი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტს.“; |
დ)
81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაჯილდოებული პირისათვის ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი ორგანო/დაჯილდოებული პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის: ა) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ბ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით; გ) შესაბამისი პირის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს; დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (პირის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში). 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს.“; |
ე)
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ, იმავე პირობის არსებობისას.“. |
2.
ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში სიტყვები „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო ჯილდოების სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი“. |
3.
ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფო ჯილდოების (ორდენებისა და მედლების) გადაცემის ო ქ მ ი
---------------------------- „--------“ -------------- 201 წ. (გადაცემის ადგილი) (გადაცემის თარიღი)
მე, ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, სახელი და გვარი)
საქართველოს პრეზიდენტის 201 წლის „ -----------“ ------------------------------- № -------------------------- განკარგულებით დაჯილდოებულ ქვემოთ მითითებულ პირ(ებ)ს საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადავეცი ---------------------------------------------------------------------------------------------- (ჯილდოს დასახელება).
____________________________________ ჯილდოს გადამცემი პირის ხელმოწერ ა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები