„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 16/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
  • Word
368
15/07/2008
სსმ, 101, 16/07/2008
010.340.000.08.002.003
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №368

2008 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური განიხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებებსა და სამართლებრივი აქტის პროექტს.

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი