„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორცილებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”

  • Word
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორცილებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.096
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
40
14/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
140.130.000.22.034.014.096
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორცილებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2010 - 13/01/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.096

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №40

2010 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1.

აღნიშნული წესი განსაზღვრავს:

ა) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას;

ბ) კონტროლის განხორციელების საშუალებებსა და ფორმებს;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დაჯარიმების შესახებ ბრძანების ტიპიურ ფორმებს (დანართი №1 და დანართი №2).

დ) პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 2.

კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში – დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), მისი სტრუქტურული დანაყოფის – საკადრო და ორგანიზაციული უზრუვნელყოფის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მეშვეობით.

    მუხლი 3.

1. დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მთავარი სამმართველო უფლებამოსილია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით შესამოწმებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია);

გ) შეაგროვოს ცნობები და მტკიცებულებები;

დ) მოსთხოვოს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს მცველის მოწმობა;

ე) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა;

ვ) შეამოწმოს მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;

ზ) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;

თ) შეამოწმოს მცველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;

ი) მიიღოს და სათანადო წესით აღრიცხოს კერძო დაცვითი ორგანიზაციებიდან მიღებული შეტყობინებები;

კ) მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესით უზრუნველყოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ლ) სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს სამართალდარღვევის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და ფოტო გადაღება;

მ) სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დეპარტამენტის დამატებითი ძალების გამოძახება;

ნ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს დაჯარიმების შესახებ ბრძანება;

ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მთავარი სამმართველოსა და მისი დანაყოფების წერილობითი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს დაცვით საქმიანობას.

3. მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გამოკვლევის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში – ოქმი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და გააჩნია ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია, „დაცული“. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ პირს.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლოს მთავარ სამმართველოსთან და მის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან.

    მუხლი 4

1. სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში დაუშვებელია იმავე სამართალდარღვევაზე ოქმის განმეორებით შედგენა. ოქმში დაფიქსირებული დარღვევის გამოსწორება არ ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან.

2. ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ განსახილველად ეგზავნება მთავარი სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა.

3. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – დაჯარიმების შესახებ ბრძანებას (შემდგომში – ბრძანება), რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).

4. „კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევისას ოქმი და ბრძანება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 5

1. იმ შემთხვევაში, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილმა პირმა გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა მიიღოს ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება (შემდგომში – გადაწყვეტილება) უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ეცნობოს იმ პირს, რომლის მიმართაც შედგა ოქმი.

2. ბრძანება/გადაწყვეტილება სამართალდამრღვევს ოფიციალურად გაეცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 6

ბრძანების გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება შეჩერდება საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან გასაჩივრებულ ბრძანებასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებამდე.

    მუხლი 7

1. „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბრძანებით სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისათვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

2. დადგენილ ვადაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. აღნიშნულთან დაკავშირებით წინამდებარე წესის თანახმად დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ბრძანება.

3. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ნებაყოფილობით გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში ჯარიმის აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

    მუხლი 8

ბრძანების შესახებ ინფორმაცია მისი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქარ-თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს მის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.

 დანართი №1

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000

1. ---------------------------------------- 2. -----------------------------------------------

                   ოქმის შედგენის თარიღი                                                                                    ოქმის შედგენის ადგილი

3. შემოწმების განხორციელების საფუძველია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. -------------------------------------------------------------------------------------------------

დანაყოფის დასახელება

5. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

6. -------------------------------------------------------------------------------------------------

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი

7. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

დარღვევის გამოვლენის ადგილი

8. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის სამართალდარღვევა ------------

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

---------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდარღვევის არსი

9. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა

10. ------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

მტკიცებულებათა ჩამონათვალი

11. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი:

) -------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) -------------------------------------------------------------------------------------------------

) -------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გრაფა ივსება მოწმის არსებობის შემთხვევაში

12. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

13. ------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

დამამზადებელი:

დამკვეთი:

 

სფს-ის რეგისტრაციის №

 

           დანართი №2

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

----------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი დანაყოფის დასახელება

 

20––– წლის „ “ –––––––––––––

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

დაჯარიმების შესახებ

 

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემოწმდა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შემოწმებული დაცვითი ორგანიზაციის ლიცენზიის ნომერი ან/და იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ დარღვევა ჩადენილია დაცვითი ორგანიზაციის ან იურიდიული პირის მიერ)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და პირადი № ან პასპორტის ნომერი (თუ დარღვევა ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დარღვევის გამოვლენის ადგილი

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის სამართალდარღვევა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამართალდარღვევის არსი

შემოწმების ოქმის თარიღი და ნომერი--------------------------------------------------------------------------

დაირღვა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ კანონის შესაბამისი მუხლი და პუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების და `კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ----------------- № ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევის სახელწოდება (სახელი და გვარი)

დაეკისროს ჯარიმა ---------------------------- ლარის ოდენობით.

2. სამართალდამრღვევი ვალდებულია ერთი თვის ვადაში გადაიხადოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული ვადა აითვლება ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობის მომენტიდან. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის ამოღება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სამართალდამრღვევს უფლება აქვს აღნიშნული ბრძანება მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს აღნიშნული ბრძანება და მისი მისამართი

4. სამართალდამრღვევი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან არა უგვიანეს ––––––––––––––––––––––––––––––––––––

                          დროის მონაკვეთის მითითება

უზრუნველყოს სამართალდარღვევის გამოსწორება.

5. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საბანკო დაწესებულების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: -----------------------------------------------

 

6. სამართალდამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს ამ ბრძანების მეორე პუნქტში აღნიშნული ერთთვიანი ვადის გასვლამდე.

 

7. ბრძანების დამოწმებული ასლები 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიტიკის სამმართველოს.

 

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ბ.ა.