„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016083
  • Word
21
13/01/2012
ვებგვერდი, 17/01/2012
140130000.22.034.016083
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №21

2012 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

,,კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით  (სსმ, 6, 20/01/2010) დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8

დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ ბრძანება, მიღებიდან/გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ინიციატორის (დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი) მიერ უნდა აისახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი