„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 014013000.22.034.016254
1004
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
014013000.22.034.016254
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1004

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით (სსმ III, 20.01 2010 წ., N 6, მუხ. 55) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს (დანართი N3);“

2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

1) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა;“.

3. მე-2 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 დანართი:

„დანართი N3

კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები

კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

  1. უნდა იყოს დაყოფილი წელიწადის დროების მიხედვით  პლანშეტების სახით;
  2. უნდა მიეთითოს მცველის ფორმის ტანსაცმლის ფერი და სტილი;
  3. თვალსაჩინო ადგილას კონტრასტული ფერით ფორმის ტანსაცმელზე დატანილი უნდა იყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის ლოგო/ემბლემა;
  4. მითითებული უნდა იყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის დასახელება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე