"რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ"

  • Word
"რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 161, 07/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 110.060.020.22.027.012.355
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
255
07/11/2008
სსმ, 161, 07/11/2008
110.060.020.22.027.012.355
"რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/11/2008 - 04/12/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.020.22.027.012.355

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №255

2008 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა თბილისის რაიონული პროკურატურებისა) უფლებამოსილება გავრცელდეს შესაბამისი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.

 ზ. ადეიშვილი

დანართი

ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

3. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

4. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

4. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

6. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

7. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

8. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია.

9. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

10. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

11. ახალქალაქინინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

12. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

13. ჭიათურის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

14. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

15. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

16. ცაგერის რაიონული პროკურატურა – ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

17. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

18. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

19. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

20. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

21. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

22. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

23. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

24. შუახევის რაიონული პროკურატურა – შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.