დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 173, 04/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.020.22.027.012.451 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.020.22.027.012.451
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №286
2008 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანების (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1628) დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი
ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
3. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
4. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
4. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
6. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
7. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
8. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია.
9. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
10. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
11. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
12. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
13. საჩხერის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
14. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
15. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
16. ცაგერის რაიონული პროკურატურა – ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
17. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
18. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
19. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
20. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
21. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
22. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
23. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
24. შუახევის რაიონული პროკურატურა – შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები