დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.22.027.016448 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/08/2013 - 21/09/2020)
|
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები დანართის შესაბამისად. |
2.
საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა თბილისის რაიონული პროკურატურებისა) უფლებამოსილება გავრცელდეს შესაბამისი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ' საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანება. |
4.
ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, ქალაქ თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვროს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით. |
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები 1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ვაკის და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის დიდუბის და ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 3. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის გლდანის და ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 4. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ისნის და ქ. თბილისის სამგორის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები 1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 4. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 6. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 7. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 8. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735–Iს დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია. 9. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 10. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 11. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 12. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 13. საჩხერის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 14. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 15. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 16. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 17. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 18. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 19. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 20. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 21. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 22. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 23. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა – ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები