დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.22.027.016409 |
8
14/03/2013
ვებგვერდი, 14/03/2013
110060020.22.027.016409
„რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებას (სსმ III, 07.11.2008წ., №161, მუხ. 1628) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
,, 31. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, ქალაქ თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვროს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით." |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები