დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის /განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 13/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.10.003.000.998 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/03/2008 - 16/03/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2008 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ
1. ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოქმედებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრული პრინციპები, ამასთან დაიშვება გარკვეული გამარტივებული პროცედურები.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის მშენებლობის ნებართვას გასცემს ამ ზონის ადმინისტრატორი ორგანო (შემდგომში – ადმინისტრატორი), როგოც საჯარო ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამივე სტადიით.
3. თავისუფალი ადმინისტრაციული ზონებისათვის ადმინისტრატორი შეიმუშავებს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს განაშენიანების რეგულირების გეგმას. ამდენად, ქალაქთმშენებლობითი პირობების (აგდ) მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის.
4. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის პარამეტრების შესაბამისად შეიმუშაოს და ადმინისტრატორს წარუდგინოს სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია ნებართვის ერთ ეტაპად მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოება ამ შემთხვევაში იმართება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. ნებართვის მისაღებად ადმინისტრატორისათვის დოკუმენტაციის წარდგენამდე ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს გაიაროს კონსულტაციები ადმინისტრატორთან და ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე მიიღოს შეთანხმებები იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ შეთანხმებას ნებართვის მიღებამდე.
6. ნებართვის მისაღებად დოკუმენტები ადმინისტრატორს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით.
7. ადმინისტრატორი საპროექტო დოკუმენტაციას უგზავნის დაინტერესებულ სამთავრობო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესათანხმებლად, რომლებიც ადმინისტრაციულ წარმოებაში ებმებიან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსით, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრატორი აგრძელებს ადმინისტრაციული წარმოების ვადას დადგენილი წესის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი ქალაქთმშენებლობით ან სხვა რაიმე პირობებს თავად არ/ვერ მოიპოვებს, უნდა მიმართოს ადმინისტრატორს ქალაქთმშენებლობითი პირობების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში ნებართვის გაცემის პროცედურა იმართება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრული სამივე სტადიით.
9. მშენებლობის განმახორციელებელსა და ნებართვის გამცემ ორგანოზე ვრცელდება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-17–21-ე მუხლების მოქმედება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები