"თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110318008, 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016291
  • Word
130
16/03/2011
ვებგვერდი, 110318008, 18/03/2011
330130000.10.003.016291
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 130

2011 წლის 16 მარტი

. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №39, მუხლი 431) შეტანილ იქნეს ცვლი­ლ­ე­ბები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული წესე­ბის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მშენებლობის ნება­­თვის გაცემისას მოქმედებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთა­­რობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრ­­ლი პრინციპები, ამასთან, დაიშვება გარკვეული გამარტივებუ­ლი პროცედურები.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავისუფალი ადმინისტრაციული ზონებისათვის ადმი­ნი­­ტრატორი შეიმუშავებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიც­ებს განაშენიანების რეგულირების გეგმას. ამდენად, ქალაქთმშე­ნებ­ლობითი პირობების (აგდ) მიღებისათვის განაცხადის წარდ­­­ნა აუცილებელი არ არის.“.

3. მე-8  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი ქალაქთმშე­­ებლობით ან სხვა რაიმე პირობებს თავად არ/ვერ მოიპოვებს, უნდა მიმართოს ადმინისტრატორს ქალაქთმშენებლობითი პირო­ბების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა იმართება „მშენებლობის ნებართვის გაცე­მის წესისა და სანებართვო პირობების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღ­­რული მშენებლობის ნებართვის გაცემის სამივე სტადიით.“.

4. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ადმინისტრატორის მიერ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XXII თავის შესაბამისად.“.

5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მშენებლობის განმახორციელებელსა და ნებართვის გა­მცემ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცე­მის წე­სისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთა­ვრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამკვე­თი­და ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განსაზღვრული მო­­ხოვნები.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური