დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.023491 |
|
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №39, მუხლი 431) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების“ მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის ადმინისტრატორი შეიმუშავებს და სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით ამტკიცებს განაშენიანების დეტალურ გეგმას. ასეთ შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ უკვე შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით არ არის განსაზღვრული ყველა ის პირობა, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პირველი სტადიის პროცედურით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაც, იმ პირობების დასადგენად, რომლებიც არ არის განსაზღვრული შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები