„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.022961
406
10/08/2021
ვებგვერდი, 12/08/2021
330130000.10.003.022961
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2021 წლის 10 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №39, მუხლი 431) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის /განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის  გამარტივებული წესები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:

„3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის ადმინისტრატორი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს განაშენიანების დეტალურ გეგმას. ასეთ შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ უკვე შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების  მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის, გარდა  იმ შემთხვევისა,  თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით არ არის განსაზღვრული ყველა ის პირობა, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პირველი სტადიის პროცედურით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაც, იმ პირობების დასადგენად, რომლებიც არ არის განსაზღვრული შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი