დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016425 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/01/2025 - 20/02/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016405, 23/01/2024 წ.). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის წესი |
მუხლი 1.
პროგრამის სფერო და მიზანი |
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, ვეტერანთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება. |
მუხლი 2.
ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა |
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს.
2. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად. |
მუხლი 3.
სოციალური დახმარების ქვეპროგრამები |
სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:
ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება; ბ) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია/აბლიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება; გ) დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება; დ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება; ე) სარიტუალო მომსახურება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება; ზ) ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარებები; თ) სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ი) უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა. |
მუხლი 4.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება |
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, ჩასატარებელი ოპერაციების წინასწარი კალკულაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მერია გასცემს საგარანტიო წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან ერთი კალენდარული თვის ვადით. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში; დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, ქვითარი წარმოდგენილი უნდა იყოს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერს. დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი)ლარის ოდენობით. ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა მარტოხელობის შესახებ, შესაბამისი თემის წარმომადგენილის მიერ გაცემული. |
მუხლი 5.
დაბადებიდან შშმ პირებზე და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია/აბლიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება |
დახმარება მიეცემათ ბავშვობიდან შშპ-ებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და დაავადებული არიან:
დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) ცერებრალური დამბლა; ბ) დაუნის სინდრომი; გ) ლეიკემია; დ) ყრუ-მუნჯი; ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი. დახმარება გაიცემა 18-წლამდე ყოველთვიურად 100 (ასი)ლარის ოდენობით. 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, იმ ბენეფიციარზე, რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცეს 2024 წ-დან არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან); დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცამები; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. 2. დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვებ 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაცია/აბლიტაციას შემდეგი დაავადებების დროს: აუტიზმის სპექტრი, დაუნის სინდრომი, განვითარების ეტაპების შეფერხებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები. აღნიშნულ კატეგორიას დაუფინანსდება სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან); ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს ბენეფიციარის ძირითადი დიაგნოზი); ვ) ხარჯთა-აღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია); ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში); თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცამები; ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. |
მუხლი 6.
დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება; |
ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 7.
ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.
დახმარების თანხა განისაზღვრება 90-94 წლამდე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 95-დან 99 წლამდე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი და 100 წლის ზევით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციაა: ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. |
მუხლი 8.
სარიტუალო მომსახურება |
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა)დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
მუხლი 9.
მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება |
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე) – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ერჯერადად; 4 შვილი – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 20 ( ოცი) ლარი; ბ) მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარება. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი; ვ) მარტოხელა დედის/მამის სტატუსი. |
მუხლი 10.
ომის ვეტერანთა დახმარება |
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისულებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირის ოჯახს: თანხა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება, თანხა განისაზღვროს 400(ოთხასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს; ე) გარდაცვალების მოწმობა; ვ) საბანკო რეკვიზიტები; ზ) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლების საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთა დახმარება თანხა განისაზღვროს 200(ორასი)ლარის ოდენობით; დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საბანკო რეკვიზიტები; ე) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. |
მუხლი 11.
სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებულთა დახმარება |
1. ფინანსური დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი.
ხანძრის შედეგად უსახკლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ; დ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 12.
უსახლკარო ოჯახების დახმარება |
1. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო (სტიქია, მეწყერი, ხანძარი და ა.შ). ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 13.
სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. |
მუხლი 14.
დახმარების გაცემის წესი |
1. სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შედგენილი მერის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. |
მუხლი 15.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
1. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზე შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა, გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.
2. ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. 3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები