„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის №-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის №-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016434
11
16/05/2025
ვებგვერდი, 19/05/2025
010250020.35.115.016434
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის №-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 16 მაისი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.01642. 24.01.2025 წ.) დამტკიცებულ დანართ №1-ში შემდეგი სახით.

1.დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დაბადებიდან შ.შ.მ. პირებზე და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია/აბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება;

1. დახმარება მიეცემათ ბავშვობიდან შ.შ.პ.-ს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და დაავადებული  არიან:

ა) ცერებრალური დამბლა;

ბ) დაუნის  სინდრომი;

გ) ლეიკემია;

დ) ყრუ-მუნჯი;

ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი;

ვ) სრული სიბრმავე;

ზ) ეპილეფსია.

დახმარება  გაიცემა 18-წლამდე ყოველთვიურად 100 (ასი)ლარის ოდენობით. 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით იმ ბენეფიციარზე, რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

თანხა გაიცეს 2024 წ-დან არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში დახმარების მიმღებმა  პირმა მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი