„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016428
05
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
010250020.35.115.016428
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2025 წლის 20 თებერვალი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის №02 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016425, 24/01/2025 წ.) დამტკიცებულ დანართ №1-ში, კერძოდ:

1. დანართის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლენტეხის  მუნიციპალიტეტის 2025 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სოციალური  დახმარების  გაცემის წესი“.

2. დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დაბადებიდან შ.შ.მ. პირებზე და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია/აბლიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება;

1. დახმარება  მიეცემათ ბავშვობიდან შშპ-ს, რომლებიც ვერ ახერხებენ  დამოუკიდებლად გადაადგილებას და  დაავადებული  არიან:

ა) ცერებრალური დამბლა;

ბ) დაუნის სინდრომი;

გ) ლეიკემია;

დ) ყრუ-მუნჯი;

ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი.

დახმარება გაიცემა 18 წლამდე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. 80 (ოთხმოცი) ლარის  ოდენობით  იმ ბენეფიციარზე, რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;

თანხა გაიცეს 2024 წლიდან  არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში დახმარების  მიმღებმა  პირმა  მუნიციპალიტეტში  უნდა  წარადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი  მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდირების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი  ანგარიშის  მონაცემები;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“.

3. დანართს დაემატოს 51-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა.

1. დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაცია/აბლიტაციას შემდეგი დაავადებების დროს: აუტიზმის სპექტრი, დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, განვითარების ეტაპების  შეფერხება და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები. აღნიშნულ კატეგორიას დაუფინანსდება  სარეაბილიტაციო პროცედურები,  წლის განმავლობაში მოთხოვნილი გადასახდელი თანხის  50% არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

დახმარების მიმღები  პირის მშობელმა/კანონიერმა მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის  პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შშმ პირის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს ბენეფიციარის ძირითადი დიაგნოზი);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია);

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მერ გაცემული მიმართვა საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“.

4. დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახამრება

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზემოთ.

დახმარების თანხა განისაზღვრება 90–94 წლამდე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 95–99 წლამდე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი და 100 წელს ზემოთ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

5. დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ომის ვეტერანთა დახმარება

1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის ოჯახს. თანხა განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება.  თანხა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად.

3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლების საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთა დახმარება. თანხა განისაზღვროს  400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად.

4. ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა დახმარება. თანხა განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით  ერთჯერადად.

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ომის ვეტერანის ან დაზარალებულის მოწმობის  (სტატუსის) ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

6. დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარება. თანხა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი