„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017896
436
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
190020010.22.033.017896
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №436

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების  წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.22.033.017318) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ და თანდართული დანართები:

ა) სსბასს 1  ფინანსური ანგარიშგების წარგენა (დანართი №1);

ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება (დანართი №2);

გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები (დანართი №3);

დ) სსბასს 4  უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები (დანართი №4);

ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები (დანართი №5);

ვ) სსბასს 9 – შემოსავალი  გაცვლითი ოპერაციებიდან  (დანართი №6);

ზ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები (დანართი №7);

თ) სსბასს 13 – იჯარა  (დანართი №8);

ი) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები (დანართი №9);

კ)  სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება (დანართი №10);

ლ) სსბასს 17 – ძირითადი აქტივები (დანართი №11);

მ) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები (დანართი №12);

ნ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები (დანართი №13);

ო) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება (დანართი №14);

პ) სსბასს 23 – შემოსავალი არაგაცვლითი  ოპერაციებიდან  (გადასახადები და ტრანსფერები) (დანართი №15);

ჟ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში (დანართი №16);

რ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება (დანართი №17);

ს) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები (დანართი №18);

ტ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი (დანართი №19);

უ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება (დანართი №20);

ფ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება (დანართი №21);

ქ) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში (დანართი №22);

ღ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები (დანართი №23);

ყ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება (დანართი №24);

შ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი (დანართი №25);

ჩ) სსბასს 40 – საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები (დანართი №26);

ც) კონცეპტუალური საფუძვლები საჯარო სექტორის ერთეულების ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშებისთვის (დანართი №27);

ძ) გლოსარი – ტერმინთა განმარტებანი  (დანართი №28);

წ) მითითებები სსბასს 40-ის გამოყენებასთან დაკავშირებით (დანართი 29).“;

2. ბრძანების პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. დანართი №24-ით, დანართი №26-ით და დანართი №29-ით იხელმძღვანელონ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა;

3. „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია)  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

 4. ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის დანართები;

 5. დაემატოს დანართი  №1 – დანართი №29.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი