საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016475
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
23/02/2024
ვებგვერდი, 27/02/2024
010250050.35.165.016475
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/02/2024 - 14/03/2024)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი



დანართი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“ (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე (ბაკალავრი) ფულადი ჯილდოს გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე  ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03)    ფარგლებში.

4. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი  სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;

გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი,   რომელსაც   სემესტრის    განმავლობაში   გავლილ   ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) ჯილდო – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;

ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.

მუხლი 2. ფულადი ჯილდოს გაცემის ადმინისტრირება

ჯილდოს გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მოწოდებული  ინფორმაციის  საფუძველზე  და ამ  წესით დადგენილი  პირობებისა  და მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტებისათვის ფულადი ჯილდოს გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები

1.ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო)  სკოლაში გავლილი აქვს  ზოგადი განათლების სრული კურსი;

დ) არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი);

ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა;

ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) ცნობა საჯარო (კერძო) სკოლიდან;

დ) უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    მიერ    გაცემული    აკადემიური    მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ე) საინფორმაციო ბარათი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.

3. ფულადი ჯილდოს ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 770 ლარს.

მუხლი 4. ფულადი ჯილდოს გაცემა

1. წარმატებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. ფულადი ჯილდო გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.

მუხლი 5. გადაწყვეტილების მომზადება და მიღება

1. სამსახური ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

მუხლი 6. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აღნიშნულ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.